27 თებერვალი

დღეს 27 თებერვალს 17 საათსა და 14 წუთზე პოეზიის სასახლის ბოლო კოშკი წაიქცა.

დღეს ბოლოჯერ ვიდეგით რვა საათის განმავლოვაში პოეზიის სასახლის სადარაჯოზე მე და ჩვენი “არქიტექტურის პოეტიკის” სტუდიის გამორჩეული სტუდენტი შოთა ჯოჯუა  – რომ არ გამოგვპარვოდა არც ერთი საინტერესო კადრი. ასე გავატარეთ ეს ბოლო ათი დღე.

DSC04526 DSC04534 DSC04541

პოეზიის სასახლის ავტორი შოთა ბოსტანაშვილი პოეტური პერფორმანსით შეხვდა ნგრევას

პოეზიის სასახლის ავტორი შოთა ბოსტანაშვილი პოეტური პერფორმანსით შეხვდა ნგრევას

წვიმიანი 25 თებერვალი

25 თებერვალი. წვიმს. კოჯრისკენ მიმავალი გზა. რუსეთიდან  ჩამოსულმა საქმოსანმა (NGS ჯგუფი) ”პოეზიის სასახლის” ორი კოშკი დაანგრია. ხვალ მესამე კოშკიც გაქრება.

სულ სამი გულშემატკივარი ვიყავით; ვიდექით და ვუყურებდით.

შემდეგ, წაქცეული კოშკები ორმა მექნიკურმა ჩაქუჩმა მტვრად აქცია.

1 2 3 4 5 6 7 8 9 91 92

გაგრძელება იქნება…

პოეზიის სასახლის გა/ხსნა

21 თებერვალს პოეზიის სასახლემ პირველ პოეტურ პერფორმანსს უმასპინძლა. შოთა ბოსტანაშვილმა წაიკითხა საკუთარი პოეტური ტექსტი ”ნარა/ტივი”. მსმენელები ”არქიტექტურის პოეტიკის” სტუდიის მსმენელები იყვნენ.

პოეზიის სასახლის გახსნა ყველანაირად შეგვეძლო წარმოგვედგინა – დასრულებულ შენობაში, მედია ყურადღების ცენტრში, მრავალი სტუმრით. მაგრამ სწორედ ამ მდგომარეობაში უნდა ემასპინძლა პოეზიის სასახლეს პოეზიისთვის. თითქოს იმიტომ აშენდა, გამოიძწერწა, ცხრა წელი მიტოვებული იდგა, გაიყიდა და დაინგრა რომ ეს აქცია შემდგარიყო.

იყო იმედები რომ პოეზიის სასახლე დასრულებული გაიხსნებოდა. იყო იმედები, რომ მისი დანგრევისგან ხსნა შესაძლებელია. 21 თებერვალს შედგა პოეზიის სასახლის საზეიმო-სევდიანი გა/ხსნა.

ბოლო დღეები

აღარ არის

აღარ არის

ეს პოეზიის სასახლის ფიზიკურად ყოფნის ბოლო კვირა იქნება. გვერდითი ფასადი უკვე აღარ არსებობს. ამჟამად კოშკების სვეტების კონსტრუქციული დაზიანება მიმდინარეობს რომ მათი წაქცევა მოხერხდეს. ნგრევის პროცესი ხალისიანად მიმდინარეობს.

ხეებს შორის

ხეებს შორის

პოეზიის სასახლის ყოველი მონახულების შემდეგ კიდევ უფრო რწმუნდები მის მშვენიერებაში და მნიშვნელობაში; კვლავ გახსენდება ის განსხვავებები რასაც ეს არტეფაქტი ქმნის დროსთან და არსებულ მასკულტურასთან მიმართებით. ამჯერად ნაძერწის მნიშვნელობამ წამოიწია წინ. რამდენადაც შენობა არქიტექტურის და ქანდაკების საზღვრებზე (ისევ საზღვრები – ბუნებისა და ქალაქის, ორი ათასწლეულის, არქიტექტურის და სკულპტურის) აღმოცენდა, მისი მნიშვნელობა ქანდაკების მხრივაც გამორჩეულია. ნაძერწი არქიტექტურულ ქანდაკებას წარმოადგენს – მისი ყველა დეტალი, პროპორცია, ტექტონიკა, ხაზი სიზუსტემდეა მიყვანილი. ქანდაკების ისტორიაში მრავალი ”ვერძი”, ”ვეფხვი” და ”ადამიანი” დაგროვდა. პოეზიის სასახლის კაპიტელები ქანდაკების ისტორიის ახალი ფურცელია. და ეს ყველაფერი მარტოობაში შეიქმნა, ადილზე, მთის კალთის ქვეშ.

პოეზიის სასახლის ნაძერწი ერთგვარი სტერეოქანდაკებაა. თუ ტრადიციული ქანდაკების თვალიერება მის გარშემო მოძრაობით არის შესაძლებელი, აქ ეს სიტუაცია შეტრიალებულია.ნებისმიერი ერთი  ადგილიდან შესაძლებელია ერთდროულად დაინახო ანფასი, 3/4, პროფილი, სილუეტი და ა.შ. სასახლე ერთდროულად გაშლის მნახველის წინაშე ყველა ხედს – როგორც კუბისტურ ნახატში, მაგრამ აქ სიტუაცია უფრო რთულია. ტრადიციულ ქანდაკებაში ხედვის ერთი წერტილს და ერთი ხედი შეესაბამება. ეს წერტილი ყოველთვის ერთ მნახველს უკავია (დროით ერთი, ადგილით განსხვავებული). პოეზიის სასახლესთან ეს წერტილი განიცდის გამრავლებას, გაწელვას, სივრცით განშლას. სხვადასხვა წერტილიდან, სხვადასხვა მნახველი ნაძერწის სრულ სინამდივილეს ხედავს. ათვლის წერტილის (ხედვის) გამრავლებასთან ერთად პოეზიის სასახლე დრო-სივრცითი კოორდინატთა მრავალი სისტემის ზედდებას ქმნის. მზერის გაორმაგება, გასამმაგება, გაოთხმაგება… მნახველის და დანახულის ამგვარი რთული მიმართებები ველასკესის ფერწერული ტილოს – ”სეფექალები” – სიტუაციის ერთგვარი ანალოგიია.

და ბოლოს, კოშკებს შორის ყოფნა, როგორც განსაკუთრებული მდგომარეობა. ეს ხვა სივრცეა. ეს სივრცე (კოშებს შორის, ხეებს შორის) შორიდანაც მიმზიდველია. ეს ჭრილი, ამ დღეებში ჭრილობად გადაიქცა.

ჭრილი და ჭრილობა

ჭრილი და ჭრილობა

სტუდენტური აქცია

12 თებერვალს სტუდენტთა ჯგუფი შეიკრიბა პოეზიის სასახლესთან. სულ თხუთმეტამდე კაცი. აქვე იყო NGS ჯგუფის დამფუძნებელი, ვასილ სოფრომაძე და კომპანია ფრესკოს დირექტორი ნინო აბსანძე. სტუდენტებს სურთ მოძებნონ გზა უნიკალური ნაკეთობის გადასარჩენად. თუმცა აქციის მთავარი მიზანი უფრო ფაქტების საჯარო სივრცეში გაჟღერება იყო: რომ პოეზიის სასახლე ქართული კულტურის ღირებულებაა, რომ იგი უნიკალურია (როგორც შედეგი და როგორც მისი შექმინს მეთოდი და ისტორია) და რომ მისი გულგრილად დანგრევა დამთრგუნველად მოქმედებს.

პოეზიის სასახლის დანგრევის სურვილს ზუსტი შეფასება მისცა ისტორიკოსმა, პროფესორმა ჰენრი კუპრაშვილმა: ”ეს არის ბარბაროსობა და მისი ჩამდენი დამანგრევლის სახელით შევა ისტორიაში

სიუჟეტი პალიტრა TV-ზე იხილეთ აქ.

სტუდენტები აპროტესტებენ პოეზიის სასახლის ნგრევას

სტუდენტები აპროტესტებენ პოეზიის სასახლის ნგრევას

ტელევიზიები უფრო სკანდალურ ქმედებებს ელოდნენ; სტუდენტები მშვიდად იდგნენ. ეს სიმშვიდე ახალი მფლობელებისთვის ხელსაყრელი გამოდგა და უცნაური დებატების ფორმატში გადაიყვანეს აქცია. არ დაიზარეს და ახალგაზრდებს დარიგებები მისცეს – შეახსენეს რომ ისინი ახალგაზრდები არიან და ჯერ კიდევ არ იციან ბევრი რამ; რომ შენობა ავარიულია; რომ არ აქვს მინიჭებული ძეგლის სტატუსი (სამი საერთაშორისო პრემია მათთვის არაფერს ნიშნავს) და რომ კანონი მათ მხარეს არის.

კანონი რომ მათთვის სასარგებლოდ შემოეტრიალებინათ დიდი მუშაობა გასწიეს; ამისდა მიუხედავად, ეს ის შემთხვევაა როდესაც თავად კანონი არის დამნაშავე პიროვნების წინაშე – როდესაც საავტორო ნაწარმოებს მხოლოდ და მხოლოდ საქონლის სტატუსი აქვს, რომელიც ყიდვა-გაყიდვის საგანია და სხვ არაფერი; ეს თანაედროვეობის პოლიტიკური და ეკონომიკური კლიმატია: გზა გაუხსნას კაპიტალს და სრულიად უგულებელყოს პიროვნება – ზოგადად ადამიანი. ეს ის კლიმატია სადაც ადამიანის ხმა ჩახშულია.

საინტერესო დაკვირვება: როდესაც პოეზიის სასახლის მოწონება/არმოწონებაზე საუბრობენ, ღელავენ, ირონიულ რეპლიკებს ისვრიან, მხოლოდ ხელს თუ გაიშვერენ შენობის ნაძერწისკენ, ან ყველაზე მეტი, ნახევარწამიანი მზერით გაიხედონ მისკენ. იქ დგანან ჟურნალისტები, ოპერატორები, მფლობელები, მონაწილეები და არც ერთი მათგანი არ ჩერდება და თითქოს, ვერ ბედავენ პოეზიის სასახლეს ყურადღებით შეხედონ – თითქოს მისკენ თავის მობრუნებით გაქვავდებიან, არადა პირიქით – კოშკების სახე უკვე გაქვავებულ ცნობიერებას მშვენიერების ნაკადით გაკვეთს. ყურადღება, შეჩერება, მზერა – ეს აკლია თანამედროვე ”instant coffee” ეპოქას. ამ დროის არქიტექტურაც ამ ერთჯერადი და სწრაფი მოხმარების იმიჯებზეა აგებული – sleek and streamlined design. სწორედ ამ ეპოქასთან ქმნის განსხვავებას პოეზიის სასახლე. აქ უნდა შეყოვნდე და უყურო ქა/რთულ, შუქ ჩრდილით ამღერებულ ნაძერწს.

არის სურვილი, რომ პოეზიის სასახლე წარსულად გამოაცხადონ, არა თანა/მედროვედ. პოეზიის სასახლე არ ეკუთვნის წარსულს, არც აწმყოს და არც მომავალს. უფრო სწორედ ამ აწმყოს, ამ წარსულს და ამ მომავალს – საერთო დროს. მან საკუთარი დრო შექმნა – საკუთარი წარსულით, აწმყოთი და მომავლით.

გვერდითი ფასადი ნახევარი უკვე განადგურებულია

გვერდითი ფასადის ნახევარი უკვე განადგურებულია

ნგრევის მანქანა თანდათან უახლოვდება სამ კოშკს

ნგრევის მანქანა თანდათან უახლოვდება სამ კოშკს

ორი განცხადება

ნაძერწის ფრაგმენტი

ნაძერწის ფრაგმენტი

პოეზიის სასახლის დანგრევის ნებართვასთან დაკავშირებით თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებული-მეთოდური საბჭოს სახელზე შეტანილ ორი განცხადება :

განცხადება 1 (23.01.2013)

გავეცანი ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში (ა.წ. 08.01.13) შემოსულ განცხადებას (დოკუმენტის ნომერი AR1101780), რომელიც შეეხება თბილისში, ამაღლების ქუჩის ბოლოში (# 47) აშენებული (შიდა სამუშაოები დაუმთავრებელია) “პოეზიის სასახლის” (ყოფილი რესტორანი “სამადლო”) დემონტაჟის პროექტს. გავიგე, რომ შენობის ახალი მფლობელი აპირებს მის ადგილზე “ელიტური საცხოვრებელი სახლის” აშენებას. წარმოდგენილ პროექტში ვკითხულობთ: “… მეპატრონის გადაწყვეტილება თითქმის დასრულებული რესტორნის დაშლა-დემონტაჟზე პატრიოტულ მოვალეობად მიმაჩნია” (ს.ო.პ. გვ. 6). ეს ფრაზა გახლავთ დემონტაჟზე ნებართვის მაძიებელთა მთავარი არგუმენტი. ასეთი ექსკლუზიური პატრიოტიზმი ახალ დამკვეთს ძალიან ძვირი უჯდება: 1. მილიონებად შეძენილი უნიკალური არქიტექტურა (სამი საერთაშორისო პრემიით აღიარება, გამოხმაურებები. იხ. დანართი). 2. დემონტაჟის ხარჯები და 3. ახალი სახლის აშენების ხარჯები, რომლის თვითოეული კვადრატული მეტრის ღირებულება ფანტასტიურ ციფრებსაც კი აჭარბებს.

ისმის კითხვა – ხომ შეიძლება შეძენილი (“თითქმის დამთავრებული”) შენობის ადაპტაცია – სხვა ფუნქციისათვის გამოყენება, დამკვეთის და ქალაქის ინტერესების გათვალისწინება და არა “ელიტის” (“ელიტარული საცხოვრებელი სახლი”). მითუმეტეს, რომ არსებული პოეზიის სასახლე სრულ შესაბამისობაშია უბნისთვის დასაშვებ კოეფიციენტებთან.

განზრახული “ელიტური სახლი” იმ შემთხვევაშიც ფანტასტიურად არარაციონალურია, თუ იგი იქნება ძალიან მაღალი, მრავალსართულიანი. ვფიქრობ, რომ ეს უტოპიური სურვილია, მაგრამ მისი განხორციელების შემთხვევაში გაჩნდება პრეცენდენტი, რომელიც მთელ იმ ლანდშაფტურ უბეს და 2-3 სართულიან განაშენიანებას მაღლივ საცხოვრებელ მასივად გადააქცევს.

მე, როგორც ამ შენობის ავტორი (არქიტექტორი და მოქანდაკე), არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, პოეტი და კულტუროლოგი, ვინც სტუდენტობის წლებიდან ვდგავარ კულტურის და კერძოდ ქართული კულტურის ავანგარდში, წარმოდგენილი პროექტი – “პოეზიის სასახლის დემონტაჟი” (და არა რესტორნის) სრულ აბსურდად მიმაჩნია, ხოლო მასზე (შენობაზე) განხორციელებული დარტყმა (ერთი კვირაა ანგრევენ უნებართვოდ) პირადად ჩემზე და რაც მთავარია ქართულ კულტურაზე განხორციელებულ ძალადობად.

პოეზიის სასახლე ქართული კულტურის მნიშვნელოვანი და აღიარებული ნაწილია. მოვითხოვ კულტურის სამინისტროს ქმედით რეაგირებას – შენობის დაცვას, სათანადო სტატუსის მინიჭებას და კულტურული ფუნქციისთვის გამოყენებას.

მოვითხოვ “პოეზიის სასახლის” გვერდითი ფასადის (სკულპტურული ნაწილი და გრანიტის მოპრკეთება) და სხვა ჩამონგრეული ნაწილების აღდგენას, ხოლო უნებართვო მნგრეველთა მიმართ სათანადო ზომების მიღებას.

შოთა ბოსტანაშვილი

დანართი:

1. პოეზიის სასახლის ფოტო

2. დანგრეული გვერდითი ფასადის ფოტო

3. საერთაშორისო დათვალიერება კონკურსის პირველი პრემია “პოეზიის სასახლისათვის”, თბილისი 2003.

4. არქიტექტურის საერთაშორისო ტრიენალეს სპეციალური პრემია და ვერცხლის მედალი “პოეზიის სასახლისათვის”, სოფია 2006.

5. რუსეთის არქიტექტორთა კავშირის მედალი “მაღალი ხუროთმოძღვრული ოსტატობისათვის”, “პოეზიის სასახლისათვის” სოფია, მოსკოვი 2006.

დანართი 1

დანართი 1

დანართი 2

დანართი 2

დანართი 3

დანართი 3

დანართი 4

დანართი 4

დანართი 5

დანართი 5

ამ განცხადებაზე პასუხი ამგვარია: ”თქვენი განცხადება სამსახურში მიღებულია ცნობის სახით”.

განცხადება 2 (04.02.2013)

ქალაქ თბილისში ამაღლების ქუჩა #47 არსებულ დაუმთავრებელი სკულპტურული შენობის (“პოეზიის სასახლის” და არა რესტორნის) ახალი მეპატრონის მიერ დემონტაჟის მოთხოვნას მეთოდური საბჭოს სამმა წევრმა არ დაუჭირა მხარი. ოთხმა – დაუჭირა (განაცხადი AR1101780; გაერთიანებული მეთოდური საბჭოს გადაწყვეტილება, დოკუმენტი #504341).

აღიარებული უნიკალური შენობის დანგრევის გადაწყვეტა ერთი ხმის უპირატესობით, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, საგანგაშოა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ შენობის უნიკალურობა (ეს ფაქტი არც ერთ შემოსულ და გაცემულ დოკუმენტში არ არის ასახული), ასევე დემონტაჟის დასაბუთების, ჩვენის აზრით, უმწეო მცდელობა (იხ. ქვემოთ) და საკითხი ხელახლა განიხილოთ მეთოდურ საბჭოზე. კონსენსუსის სახით, ურჩიოთ დამკვეთს არსებული შენობის ადაპტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე გადაეცემა სასამართლოს, სადაც ძირითადი აქცენტი გაკეთდება იმ შედეგზე, რომელიც ამთავითვე არის დაგეგმილი (კორუფციული სქემა); ეს გახლავთ სოლოლაკის ამ ნაწილის გადაქცევა მრავალსართულიან საცხოვრებელ მასივად. ახალი მეპატრონის მიერ განზრახული “ელიტური საცხოვრებელი სახლის” მშენებლობა “ელიტური მრავალსართულიანი უბნის” მშენებლობას ნიშნავს.

I. პოეზიის სასახლის დემონტაჟის “აუცილებლობის” დამასაბუთებელი არგუმენტები (ნ. მურჯიკნელის “სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის” მიხედვით):

1.გრანდიოზული რესტორნის მშენებლობა მოსახლეობის პროტესტს იწვევს, ვინაიდან ხმაურის შემცველ დაწესებულებად მიაჩნიათ“ (გვ. 5. 1.6).

ჩვენი პასუხი: მშენებარე ობიექტი “პოეზიის სასახლეა” და არა რესტორანი. ასეც რომ იყოს, თითქმის დამთავრებული მოცულობა დამკვეთს შეუძლია თავის შეხედულებისამებრ გამოიყენოს. მოსახლეობის პროტესტის ფაქტი ვერ დასტურდება, რადგან შენობა არანაირად არ ფუნქციონირებს. სამაგიეროდ დასტურდება მაცხოვრებლების პროტესტი ნგრევით გამოწვეული რყევების გამო.

2.რესტორის სიახლოვეს, ძველი ამორტიზებული სახლების ადგილზე მცირე ტევადობის სასტუმროები აიგო და მათ იმიჯს (ხაზგასმა ჩვენია..), კომერციულ ღირებულებასთან ერთად, მყუდრო გარემოც ქმნის, რაც რესტორანმა შესაძლოა მიჩქმალოს” (გვ. 5. 1.6).

ჩვენი პასუხი: შენობის ადაპტაცია – ფუნქციის მინიჭება ახალი დამკვეთის პრეროგატივაა. რაც შეეხება “მყუდრო გარემოს”, მას საცხოვრებელი სახლის სპეციფიკა უფრო საეჭვოს გახდის (მხედველობაში გვაქვს ეზოს ხმაურიანი სიტუაცია, გარაჟები). უბნის იმიჯს “პოეზიის სასახლის” უნიკალური არქიტექტურა ქმნის. უფრო მეტიც, “პოეზიის სასახლე” ქვეყნის იმიჯს ქმნის, რადგან ის უკვე სამგზის აღიარა საერთაშორისო არქიტექტურულმა საზოგადოებამ..

3. ქალაქის მესვეურებიც სისტემატურად ფიქრობენსივრცის განვითარებას მისცენ არა ჰორიზონტალური, არამედ ვერტიკალური ხასიათი” (გვ. 5. 1.7).

ჩვენი პასუხი: ზემოთაღნიშნული ტექსტი ჩვენ მიგვაჩნია იმის უნებლიე აღიარებად, რის გამოც ანგრევენ საზოგადოებრივ შენობას. ეს არის დაბალსართულიანი განაშენიანების ჩანაცვლება მიკრორაიონით.

სოლოლაკის ზედა უბანში მრავალსართულიანი მაღლივი განაშენიანების დაგეგმვა ცალკე სერიოზული მსჯელობის საგანია და დადებითი გადაწყვეტის შემთხვევაშიც მაღლივი სახლები არ უნდა გამორიცხავდნენ ჩვენი შენობის ჰორიზონტალურ კომპოზიციასთან თანაარსებობას.

4.მოთხოვნილებათა უსასრულო ზრდა აიძულებს ქალაქის მესვეურთ მუდმივად იზრუნონ არსებული განაშენიანების რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციაზე. ამიტომაც სოლოლაკში, კერძოდ ამაღლებისა და მის მიმდებარე ქუჩებზე მომავალში ახალი მშენებლობების დაიგეგმოს” (გვ. 5, 6. 1.7).

ჩვენი პასუხი: ეს პუნქტი უკვე არა უნებლიე აღიარებაა, არამედ პირდაპირი განაცხადია, თუ რის გამო ანგრევენ არსებულ საზოგადოებრივ შენობას, რომელიც კარგად არის ჩაწერილი ლანდშაფტში.

5.სადემონტაჟო რესტორნის (ხაზგასმა ჩვენია – შ.ბ.) მიმდებარე განაშენიანებაშიც საცხოვრებელი სახლები და ნაგებობები ავარიულ მდგომარეობაშია” (გვ. 6. 1.7).

ჩვენი პასუხი: ფრაზის “სადემონტაჟო რესტორანი” ხშირი გამოყენება მნგრეველთა კიდევ ერთ განზრახვაზე მიუთითებს – დააკნინონ და ადამიანთა ცნობიერებაში დასანგრევეად შეამზადონ შენობა, რომლის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი საზოგადოებრივი ფუნქციისათვის. მნგრეველებს ჩვენ არ ვუპირისპირდებით დასახელებით – “პოეზიის სასახლე”, გნებავთ “არტისტული ყვავილები” (და მისთ.), არამედ მივმართავთ ჯანსაღი აზრისაკენ. რაც მთავარია შენობა, როგორც არტეფაქტი, დასახელების და ფუნქციის მიუხედავად წარმოადგენს კულტურულ ფასეულებას.

რაც შეეხება მიმდებარე სახლების ავარიულობას – ნგრევის პროცესი კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს მათ მდგომარეობას და დასწევს მათ საბაზრო ფასს, რაც მნგრეველთა განაზრახის ნაწილია.

6.ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მეპატრონის გადაწყვეტილება თითქმის დასრულებული რესტორნის დაშლა-დემონტაჟზე, პატრიოტულ მოვალეობად (ხაზგასმა ჩვენია – შ.ბ.) მიმაჩნია” (გვ. 6. 1.9).

ჩვენი პასუხი: “ზემოთაღნიშნულიდან”, პატრიოტული მოვალეობა ლოგიკურად არ (ვერ) გამომდინარეობს.

როგორც მოგეხსენებათ, მეპატრონე NGშ ჯგუფია (რომელიც ფლობს სუპერმარკეტების ქსელს “ფრესკო”). მათი პრეროგატივა ბიზნესია და რადგან მოგების გარდა მათ პატრიოტული გრძნობები ამოძრავებთ, მისასალმებელია. საქმე იმაშია, რომ ასეთი ექსკლუზიური პატრიოტიზმი მათ იმდენად ძვირი უჯდებათ, რომ ან აბსურდული სურათი იხატება (ძვირადღირებული შენობის ყიდვა, დანგრევა, ახლის აშენება), ან ეჭვის საბაბს ბადებს (ვარაუდებისგან თავს შევიკავებთ). სხვა მხრივ, ფრაზა “პატრიოტული მოვალეობა”, აღნიშნულ კონტექსტში, უფრო რთულ იდეოლოგიურ კომპლექსებზე მეტყველებს. ასეთი პრეცედენტი “პოეზიის სასახლის” თხუთმეტწლიან ისტორიას თან ახლავს.

7.სამუშაოთა დაწყება დაიშვება ქალაქის მერიის სამსახურთან სათანადო ნებართვის აღების შემდეგ” (გვ. 12. 8.3).

ჩვენი პასუხი: განმცხადებლებმა აღნიშნული პირობა თავად დაარღვიეს. განცხადების შეტანიდან (8.01.13) მიმდინარეობს შენობის ნგრევა, რაც დააფიქსირა ზედამხედველობის სამსახურმა (25.01.13), მისცა მითითება და განსაზღვრა ჯარიმის ოდენობაც (4000 ლარი).

სამწუხაროდ, იგივე სამსახურმა არ დააფიქსირა ნანგრევის საზღვრები. მიუხედავად გაფრთხილებისა ნგრევა დღემდე მიმდინარეობს და ძნელი განსასაზღვრია თუ რა მდგომარეობა იყო 25 იანვრისათვის.

ზედამხედველობის სამსახურისადმი გაგზავნილ განცხადებაში მოვითხოვდით ჩამონგრეული ნაწილის აღდგენას, რაზეც მათ მიერ გამოგზავნლ წერილში (¹12/5373-16. 28.01.2013) არაფერია ნათქვამი.

8.ლითონის ფერმების (ხაზგასმა ჩვენია – შ.ბ.), გადახურვის რიგელებისა და სხვა გრძივი ელემენტების დემონტაჟისას აუცილებელია” (გვ. 16. 10.9).

ჩვენი პასუხი: მერვე პუნქტში მოხმობილ ამონარიდს მოჰყვება სათანადო ინსტრუქცია. სამუშაოთა ორგანიზაციის 33 გვერდიან პროექტში ერთი სიტყვაც არ წერია რომ აქ, უმეტეს შემთხვევაში, საქმე არ გვაქვს უბრალო კონსტრუქციულ ელემენტებთან. “პოეზიის სასახლის” მზიდი კონსტრუქციები ამავე დროს ხელით შესრულებული ქანდაკებებია – კულტურული ფასეულობაა, რომელთა ღირებულება რაოდენობრივი კატეგორიებით (კუბური და კვადრატული მეტრები, კაც.-დღეები დ.ა.შ.) არ განისაზღვრება.

სრულიად განსაკუთრებული შემთხვევაა ლითონის ფერმები, რომლებიც მხოლოდ ნახაზზე არსებობენ. დაშლა-დემონტაჟის გენგეგმაზე (ფურც 21) ნაჩვენებია შენობის გრძივი ჭრილი და ამწე, რომლის ისარი “მოსჭიდებია” იმ გადახურვის ფერმას, რომელიც არ არსებობს (ხელმეორედ შეტანილ განცხადებაში ეს პუნქტი ამოღებულია). წარმოდგენილ პროექტში (სოპ გვ. 5) პუნქტი 1.5 იწყება ფრაზით “ადგილზე დათვალიერებითა და…”. უნდა ვიფიქროთ, რომ ან ადგილზე დათვალიერება არ მომხდარა, ან ხარჯთაღრიცხვაში ყალბი სამუშაოების შეტანასთან გვაქვს საქმე.

II. პოეზიის სასახლის დემონტაჟის “აუცილებლობის” დამასაბუთებელი არგუმენტები (რეზო მახვილაძის საექსპერტო-ტექნიკური დასკვნის . თბილისში ამაღლების ქუჩაზე რესტორანსამადლოსდაუმთავრებელი შენობის დაშლა-დემონტაჟზე მიხედვით)

აღნიშნული პროექტი შედგება 22 გვერდისაგან. ის არ არის ზემოთ წარმოდგენილი “სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის” (შემდგენელი: ნ. მურჯიკნელი) ექსპერტიზა (თავის ტექსტში არც მოიხსენიებს მას). რაში დასჭირდა დამკვეთს ახალი ტექსტის წარმოდგენა? ერთი პასუხი ადვილი შესანიშნია. ნ. მურჯიკნელისგან განსხვავებით რ. მახვილაძეს წარმოდგენილი აქვს საკუთარი ავტორიტეტის დამადასტურებელი საბუთები. კერძოდ ის, რომ საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრია (ამავე აკადემიის წევრი მეც გახლავართ – შ.ბ.). მნგრეველებს აკადემიკოსის დასტური დასჭირდათ. ვნახოთ როგორია იგი.

1.მეპატრონემ გადაწყვიტა მისი დაშლა-დემონტაჟი და მის ადგილზე საცხოვრებელი კომპლექსის აგება.

ასეთი გადაწყვეტილება მართებულად მიმაჩნია. ამაღლების ქუჩის განაშენიანება სელიტებური ფუნქციისაა და საჭიროა მისი შენარჩუნება” (გვ. 2).

ჩვენი პასუხი: ეს საკითხი სცილდება მშენებლობის წარმოების ორგანიზაციის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის სპეციალისტის კომპეტენციას.

საკითხავია, რატომ აიღო რ. მახვილაძემ ის ტვირთი თავის თავზე, რომელზეც ურბანისტებსა და ხელოვნებათმცოდნეებს არ აქვთ გარკვეული პასუხი?

და საერთოდ, მეპატრონის სურვილი ან იურიდიული უფლება საკმარისი რომ იყოს, რამის ასაშენებლად ან დასანგრევად, მაშინ საბჭოს თანხმობას, ან უარს არავითარი მნიშვნელობა არ ექნებოდა. იურიდიული უფლება მხოლოდ საბჭოს თანხმობის შემდეგ შედის ძალაში.

მფლობელს, საბჭოსა და იურიდიულ უფლებებს შორის კონსენსუსი დამყარდება მხოლოდ ადაპტაციაზე შეთანხმებით.

2.ასევე სამომავლო გეგმით ჩაფიქრებულია რესტორნის შენობის უკან მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობა” (გვ. 2.).

ჩვენი პასუხი: აქაც იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაც აღვნიშნეთ მე-3 პუნქტის პასუხში. კერძოდ, საქმე ეხება საამშენებლო კოოპერატივ “ოქრაღმი”-ის მრავალსართულიან ბინათმშენებლობას, რომელიც კულტურის სამინისტრომ უარყო ლანდშაფტურ ზონასთან შეუთავსებლობის გამო და კანონდარღვევად გამოაცხადა. მახვილაძე ამ წინადადებით (რომელიც ასევე აჭარბებს მისი კომპეტენციების რეგლამენტს) ცდილობს მხარი დაუჭიროს უკანონო ბიზნესის გაცოცხლებას.

3.დიდი ტევადობის რესტორანი, როგორადაც გვევლინება მშენებარე ობიექტი“ (გვ. 2)

ჩვენი პასუხი იგივეა – არ არის რესტორანი, არც დიდი და არც პატარა ტევადობის; არქიტექტურული სკულპტურაა, რომლის 3000 მ2 შეიძლება გამოყენებული იქნეს ნებისმიერი ფუნქციისათვის.

მე-3 გვერდზე აღწერილია მიმდებარე შენობების ავარიული მდგომარეობა, რაზედაც ვპასუხობთ: მითუმეტეს არასასურველია ნგრევით გამოწვეული გართულებები. სწორედ არსებული სახლების ავარიული მდგომარეობის გამოსწორებით შეიძლება “პატრიოტული მოვალეობის” შესრულება და არა უნიკალურად აღიარებული (საქართველოს რომ სახელი გაუთქვა) ჯანსაღი შენობის ნგრევით.

მე-4 და მე-5 გვერდებზე აღწერილია დემონტაჟის პროცედურა, ხელსაწყოები, მექანიზმები, უსაფრთხოების ღონისძიებები და ა.შ. (რაც უკვე იყო ნ. მურჯიკნელის პროექტში). რა საჭირო იყო მეორე ექსპერტის მოწვევა ანალოგიური დაკვეთის შესასრულებლად? პასუხი ასეთია: მხოლოდ და მხოლოდ მახვილაძის აკადემიკოსობის გამო, რომელიც აჭარბებს თავის კომპეტენციას, განიხილავს რა ურბანულ პრობლემებს და ერთი სიტყვაც არ უწერია შენობის ხუროთმოძღვრულ განსაკუთრებულობაზე.

ბატონებო! დაიწყო “პოეზიის სასახლის” ახალი, მაგრამ სამწუხაროდ, ნეგატიური ისტორია. ეს ისტორია სასამართლოში გაგრძელდება და მას შემდეგაც. ის ქართული კულტურის ისტორიის ნაწილი გახდება. ამ შემთხვევაში, მეტი პასუხი მოეთხოვებათ არა იმათ, ვინც არ იციან, თუ რას სჩადიან, არამედ თქვენ, ჩემს კოლეგებს – სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს თვითოეულ წევრს. სწორედ თქვენ მოგმართავთ:

ქალბატონ მაკა შავიშვილს;

ქალბატონ მარიამ დიდებულიძეს;

ბატონ გიორგი გოგოლაშვილს;

ბატონ გურამ თავაძეს;

ბატონ ნიკა ჩხაიძეს;

ბატონ მანუჩარ მახათაძეს;

ბატონ გიული გეგელიას;

ბატონ თამაზ გერსამიას;

ბატონ გიორგი წულუკიძეს.

თქვენი თანხმობა ნგრევაზე და “ელიტური საცხოვრებელი სახლის” მშენებლობაზე ნიშნავს სოლოლაკის აღნიშნულ ნაწილში მრავალსართუალიანი უბნის გაჩენას.

დაიცავით საერთაშორისო არქიტექტურული საზოგადოების მიერ არაერთხელ აღიარებული და არაერთ პროფესიულ გამოცემაში შესული “პოეზიის სასახლის” ექსკლუზიური არქიტექტურა. ურჩიეთ დამკვეთს მისი ადაპტაცია. უარეს შემთხვევაში გამეცით დასაბუთებული პასუხი იმაზე, თუ რატომ ეუბნებით თანხმობას ან უარს შენობის ახალი მეპატრონის ახირებულ და აბსურდულ სურვილს.

შოთა ბოსტანაშვილი

დანართი

დანართი

პოეზიის სასახლის შესახებ

ნებართვა გაცემულია. როდის დაიწყება ნგრევა უკვე კერძო სუბიექტის გადასაწყვეტია.

8 თებერვალი. მოვინახულეთ პოეზიის სასახლე. მიმდინარეობს ნაძერწის სკანირება. ვათვალიერებთ დანგრეულ ფასადს. შოთა საუბრობს:

დღის ბოლოსთვის 3D სკანერმა ბოლო წერტილები გადაიღო. ესღა დარჩება -  წერტილთა ღრუბელი (pointcloud); მთელი შემოქმედებითი ენერგია, შრომა, ძიება, ადგილზე სამწლიანი ძერწვა და უნიკალური შენობა-სკულპტურა ციფრულ ღრუბლად ”კონდენსირდება” – რამდენიმე ასეულ მეგაბაიტად. წამოვა ამ ღრუბლიდან წვიმა? (do digital clouds make rain?). წამოვა, ”მიწასაც” დანამავს და ახალ ნაყოფსაც მოგვცემს: ფიზიკურად განადგურებული და ინფორმაციად გარდასახული სასახლის ნაძერწი  3D პრინტერიდან ხელახლა დაიბადება (შემცირებულ მასშტაბში). მანამდე ბევრი გრაფიკული სამუშაოა ჩასატარებელი.

ესღა დარჩა (მალხაზ ლეკვეიშვილის თანადგომით) – ციფრული ღრუბელი; სხვა ღრუბელს კი მთელი ქალაქი იხილავს – მტვრის ღრუბელს რომელიც ნგრევის პროცესის ნიშანია.

ციფრული ტექნოლოგიები და პოეზიის სასახლე – მაინც შედგა მათი შეხვედრა. არადა, საუკუნეების მიჯნაზე, ამ ტექნოლოგიების აღზევების პერიოდში და ამ ტექნოლოგიებით განებივრებული დასავლელი არქიტექტორების მოღვაწეობის დროს დაიბადა პოეზიის სასახლე – ამ ეპოქის ალტერნატივა, თავისი დროის სხვა. არც ოფისი, არც ასისტენტები, არც ინოვაციური საინჟინრო ჯგუფი, არც თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრია, არც ხელშეწყობა, არც სტაბილური ეკონომიკურ-პოლიტიკური გარემო – მხოლოდ შიშველი ხელები და სამშენებლო მოედანზე დაბრუნებული ხუროთმოძღვარი. 3 წელი. დღე და ღამე. ძიება, ძერწვა, ჭვრეტა.

”პოეზიის სასახლე”?, ააა, რესტორანი ”სამადლო”. ასე მოიხსენიება შენობა ბიუროკრატიულ დოკუმენტებში და ექსპერტების დასკვნებში. თითქოს ამით დაკნინდება ან ამაღლდება შენობის ფასეულობა.

”პოეზიის სასახლის” მნიშვნელობა მის სახელს გადაფარავს. “A rose by any other name would smell as sweet”. საქმე სახელში არაა. იგი არა იმდენად პოეზიის სასახლე, რამდენადაც სასახლის პოეზიაა (სახლის, არქიტექტურის). ის ხუროთმოძღვრული პოეტური ტექსტია. ტექსტი თავისი ამბივალენტურობით და პოლისემიით; იგი წაკითხვათა მრავლობითობას ქმნის: ერთის მხრივ პარადოქსული ასოციაციები ბუნების ელემენტებთან (ქვის ყვავილები), მეტაფორული ინტერპრეტაციები (ვერძის ეპოქა, ვეფხვის ეპოქა, თანამედროვეობა), წმინდა არქიტექტურული რეფერენციები (ქანდაკება და არქიტექტურა, როგორც სფინქსი და პრამიდა, გოთიკური ტაძარი და სხვა მრავალი; თბილისის ძველ შენობათა ფასადებიდან მომზირალი ლომები – უამრავია ასეთი; ქართული კაპიტელის გამოგონება და მათი გადიდებულ კაპიტელში მოქცევა). კიდე, შუქი, ჩრდილი და რეფლექსი; კოშკების პლასტიკა რომლის სილუეტი ქართული ანბანის მოყვანილობასთან წყვილდება. სხვა მხრივ – დეკონსტრუქცია – აღმნიშვნელი (კოშკები) რომლის აღსანიშნი მუდმივად გადავადდება. აღსანიშნი ფუნქციაში მითუმეტეს რომ არ მოიძიება. პოეზიის სასახლე თვითრეფლექსური ნიშანია, ლავილეტის პარკის წითელი ფოლიების მსგავსად, იქ სადაც მნიშვნელობას რაღაც ემართბა. ეს უკვე სხვა სტატიის თემაა.

სკანირების შედეგი: წერტილთა ღრუბელი.

სკანირების შედეგი: წერტილთა ღრუბელი.

სკანირების შედეგი: წერტილთა ღრუბელი.

სკანირების შედეგი: წერტილთა ღრუბელი.

განაჩენი

შოთა ბოსტანაშვილი ნანგრევთან

შოთა ბოსტანაშვილი ნანგრევთან

7 თებერვალს არქიტექტურის სამსახურმა ”პოეზიის სასახლის” დემონტაჟის ნებართვა გასცა. 10 წელიწადი მიტოვებული იდგა ამაღლების ქუჩის თავში, ქალაქის შესასვლელთან. კაპიტალმა და ბიუროკრატიამ საბოლოო განაჩენი გამოუტანა განსხვავებულობას; ეს არის ერთგვარი final solution.

8 თებერვალს მუშებმა განაახლეს სამუშაოები.

ერთ მუშას ენენება ამხელა ნაშრომის განადგურება; მაგრამ თავის საქმეს მაინც გააკეთებს. სხვები ხალისიანად მუშაობენ. გააქვთ თაბაშირის ყალიბები. დრო და დრო უზარმაზარ მექანიკურ ჩაქუჩს რთავენ. მეზობლები მხოლოდ ამ ხმაურზე და რყევებზე წუხან. ნგრევის პროცესი მათ სახლებს სერიოზულად დააზიანებს; მიწა ზანზარებს როცა მეტალის მონსტრი ჩაქუჩი მუშაობს.

დანგრეული ნაწილი, მექანიკური ჩაქუჩი და ხე. ამ კადრმა ერთ-ერთ ადგილზე მომუშავეს სურრეალიზმი გაახსენა - სალვადორ დალი.

დანგრეული ნაწილი, მექანიკური ჩაქუჩი და ხე. ამ კადრმა ერთ-ერთ ადგილზე მომუშავეს სურრეალიზმი გაახსენა – სალვადორ დალი.

8 თებერვალს ხელით ნაძერწი კოშკების 3D სკანირებული მოდელი დაამზადა ”საინჟინრო აზრის” ხელმძღვანელმა, მალხაზ ლეკვეიშვილმა. მოდელის mesh-ად გადაქცევის შემდეგ შესაძლებელი იქნება კოშკების ღამის განათების ეფექტების ჩვენება. ეს სანახაობა ისე დაკარგა ქალაქმა, რომ იგი არც განხორციელებულა. უფრო ზოგადად, კულტურამ დაკარგა ”პოეზიის სასახლე”, ან იქნებ, თავად კულტურა დაიკარგა.

პლასტიკის ფრაგმენტი

პლასტიკის ფრაგმენტი

last glimpse

last glimpse

Дворец поэзии

შოთა ბოსტანაშვილი საუბრობს პოეზიის სასახლის შესახებ (საგაზეთო ინტერვიუ)

პოეზიის სასახლის საერთ

Дворец поэзии в городе Тбилиси. (1999-2001) Автор проекта архитектор и скульптор Шота Бостанашвили

- Начнем с места: Окраина старого Тбилиси, район Сололаки – место встречи горы и города.

Склоны горы Мтацминда обволакивают это укромное место, зеленую лагуну; двух – трех этажными старыми постройками,  ракурсами, с видами сверху«Дворец поэзии»  – «Бетонные цветы» – это, скорее всего, форма диалога между культурным и природным текстом.  Естественно, главной задачей является создание гармонии с описанной  картиной.  Физический масштаб заказа вынуждают, или отказаться от заказа или «вписаться» нескромными масштабами в местность.  По этому нужно было найти ту пластику, которая сработала бы методом контраста с существующей застройкой, и которая вошла бы в резонанс с географической средой – с горой, с деревом. Это художественное выдение обусловливает строение, как «расчлененную целостность». Безусловно три башни «главного» вида здания, напоминающие ромашек, не являются итогом аналитического размышления, они имеют эмоционально- интуитивное начало, но такое суждение помогает в установлении оценочного критерия. Расчлененные бетонные массы «Ромашек, хотите «деревьев» или «цветов» сходятся в масштабах  с существующей застройкой  и одновременно являются детищем  господствующей флоры. Так появились «артистические цветы» и оттеснился «бизнес – центр» (что планировалось изначально). Непорочная природа не смогла принять «бизнес» и в ответ на  «перекличку» отозвалась другим словом -  «поэзия». Можно сказать, что дворец, в первую очередь по своему облику, является из мира поэзии. «Дворец поэзии» и его проект «на после» реализации изменил заказ и намерение заказчика.

ფრაგმენტი

Фрагмент

.

Для любителей метафизики можно сказать: Пластика дворца с одной стороны созвучна с ландшафтом, но силу черпает и с графической  пластики грузинской письменности. Все три башни  – «цветы» напоминают букет, собранный из отдельных цветков. Каждый стержень представляет своеобразный, новый архитектурный ордер. Все три ордера отмечены собственными тремя капителями. Пластику, появившуюся из традиции национального орнамента левой башни, отмечает капитель «Овени», пластику классического характера средней башни  – капитель «Тигра», а капитель левой башни  – это творец, человек;  и пластика башни более энергичная, более светотеневая, почти барокольная.

Ведь место постройки можно назвать вратами города, это место является въездом города, поэтому «Дворец поэзии» является символом города.

cropped-towers-5.jpg

Для человека, которому не чужда грузинская культура, понятна система представленных метафор «Дворец поэзии» – это три тысяча лет духовной и  государственной истории в образах. Три фазы: эпоха золотого руна, эпоха «Витязя в тигровой шкуре» и текущей современности, т. е. время, развернутое в пространстве (Вообще то лучше смотреть на здание, чем заниматься метафизикой).

Слово «необычное» в грузинском языке имеет корень «чужой», что означает наличие «необычного» далеко от нас, в чужой стране. По преимуществам техники и технологии пока не стоит состязаться с  иностранцами; но что касается духовного опыта,  можно положиться на себя.

- Нам сказали, что «Дворец поэзии» вы лепили на месте своими руками в единственном лице и «с преградами»; два – три года работали на подмостках -это удивительно…

- Уточню. Вся композиция дворца состоит из повторяющихся частей. Я вылепил каждый оригинал  каждой композиции в гипсе, а затем их размножили мастера формовым методом и отлили в бетон. Безусловно, главным является процесс творения, но и рабочие потрудились. Несмотря на то, что труд был тяжелым, я получил огромное наслаждение.

detail

Фрагмент

Мы хотим закончить наше письмо словами господина Шоты Бостанашвили: Автор- архитектор должен расширить наши представления о пространстве». А мы думаем, что Шота Бостанашвили именно такой автор и как он  говорит сам: «Те годы, в такой Грузии, в такое туманное время оказались светлыми для творческой  деятельности, созидательности».

Было время?…Таким было, есть и будет личное время архитектора Шота Бостанашвили.

03.12.2003

———————————————————————–

P.S. “Дворец Поэзии” перешел в руки нового владельца (NGS Group). Владелец решил уничтожить “дворец поэзии” и на его месте построить жилой комплекс. Дворец Поэзии был стерт с лица земли в феврале 2013 года. Шота Бостанашвили умер в мае 2013 года.

6

პოეზიის სასახლის ავტორი შოთა ბოსტანაშვილი პოეტური პერფორმანსით შეხვდა ნგრევას

Shota Bostanashvili