ღრიჭო როგორც არქიტექტურა

ასეთ სურათს ყველა მიეჩვია. კედლად მდგარ კორპუსებში ჩახუთული სივრცე. თბილისის ურბანული სტრუქურა ასეთად ჩამოყალიბდა. გვერდითი ფასადები ყრუა; ამით მეზობელი ნაკვეთის განვითარებას წინ არაფერი უდგას. ეს ერთადერთი წესია, რომელსაც ყველა დეველოპერი მეტ-ნაკლებად პატივს სცემს. გვერდითი ფასადი ხელუხლებელია. ასე მიდგმა მიშენებით იქნნება კორპუსების კედელი – თვითრეგულირებადი და სპონტანური თბილისური ურბანიზმი.

20160717-0004

ყრუ კედლებს შორის მანძილი თითქმის არ რჩება. მაგრამ ამ ფოტოს თუ დააკვირდებით დაშორება რამდენიმე ათეული სანტიმეტრით მეტი გამოვიდა. დიდი ფართი დაკარგა დეველოპერმა. რა მოხდა? რატომ არის ცის, სინათლის და ჰაერის ეს ღრიჭო ესე უშნოდ გამოჩხერილი. რატომ არ არის ათვისებული და კაპიტალად გადაქცეული.

ამ ორ კორპუსს შორის, ქვემოთ ძველი სახლის კედელია; ეს ერთი კედელი დარჩა „ვაკის სახლიდან“ – ასე მოიხსენიებდა შოთა ბოსტანაშვილი საკუთარ ქმნილებას. შვიდი ნიშნა და თერთრი მარმარილოს ხე – წყარო-ქანდაკება. რაღაც მითს უფრო გავს ვიდრე ღობეს. „ვაკის სახლის“ მითო-პოეტური ამბიდან ეს ფრაგმენტი ჩარჩა. ამ კედელმა გააჩინა ეს ანომალიური ღრიჭო. ამ ნიადაგზე ამოიზარდა სინათლის, ჰაერის და ცის ეს პატარა სვეტი.

თბილისში შოთა ბოსტანაშვილის კვალი წაშლილია. ორ კორპუსს შორის დარჩენილი სიცარიელე ერთადერთი ხილული კვალია მისი არქიტექტურული მემკვიდრეობის. დაუგეგმავი მემორიალი. დაუგეგმავი ურბანული „ჭრილობა“.

არქიტექორის შრომის კვალი სიცარიელა. ეს სიცარიელე სავსე არქიტექტურული აღმნიშვნელია. ამ უაზრო ქალაქის ყველაზე აზრიანი ნაწილაკია.

შოთა ბოსტანაშვილი არქიტექტურულმა ენერგიამ მანც გაჟონა ქალაქის „ქსოვილში“, მაინც დატოვა აღმნიშვნელი. ეს სიცარიელე არქიტექტურის მუშაობის შედეგი და კვალია.

ტოპოციდი – ადგილის მკვლელობა

უწინ აქ ადგილი იყო. მობინადრდის ლოდინით დაღლილი ერთი ცარიელი სახლი ქმნიდა ადგილს. სივრცე სუნთქავდა.

ამოქოლილი ქობულეთის ქუჩა.

ამოქოლილი ქობულეთის ქუჩა.

ეხლა ბნელა. სივრცე ჩაიკეტა და დაიხუთა. ადგილი მოიპო. აქ იცხოვრებენ, მაგრამ სწორედ ეს “აქ” არის წარხოცილი – ადგილის სული.

"წყარო" - ავტორი შოთა ბოსტანაშვილი.

“წყარო” – ავტორი შოთა ბოსტანაშვილი.

ვაკის სახლი. შიდა ეზოს კვალი ბეტონის კედლის უკან იმალება.

ვაკის სახლი. შიდა ეზოს კვალი ბეტონის კედლის უკან იმალება.

ვაკის სახლი. შიდა ეზოს კვალი ბეტონის კედლის უკან იმალება.

ვაკის სახლი. შიდა ეზოს კვალი ბეტონის კედლის უკან იმალება.

ვაკის სახლი. შიდა ეზოს კვალი ბეტონის კედლის უკან იმალება.

ვაკის სახლი. შიდა ეზოს კვალი ბეტონის კედლის უკან იმალება.

20151025-0013

კედელი

ცოტა ხანში დასრულდება ხარვეზის აღმოფხვრა – ქალაქმა დაიბრუნა ორი “დაკარგული” სივრცე. შიდა ეზოს კედელი მემრიალივით შემორჩენილი გველაპარაკება არქიტექტურის მნიშვნელობაზე; იმაზე, რომ კომერციულად მომგებიანი ფართების ან თუნდაც, საჯარო სივრცეების, მწვანე საფარის გარდა ქალაქს გამორჩეული არქიტექტურული ხარისხის სახლებიც ქმნიან. ქალაქი ამას არ ისმენს – მას ეკონომიკურად, სოციალურად, ფუნქციურად გამართული ბადე სჭირდება. აქ ნაწარმოებს არ აქვს ადგილი. თუ რამე ღირებული გინდა, იტყვი რომ “თვითონ თბილისია მთლიანი ძეგლი” – ოღონდ არავითარ შემთხვევაში რაიმე ინდივიდუალური, პიროვნებასთან დაკავშირებული. გასაგებად ითქვა: “არც ნაწარმოების და არც პიროვნების ადგილი არ გვაქ”. დღეს ორივე აღმოფხვრილია.

46mjm5wk DSC05565 DSC05566 DSC05569 DSC05574

სივრცე-ფული

ბუნება ფარდასავით ჩამოეფარა ნენგრევის სცენას. ბუნებამ დრობით დაიბრუნა კადრი ქალაქში რომ მერე...

ბუნება ფარდასავით ჩამოეფარა ნანგრევის სცენას. ბუნებამ დრობით დაიბრუნა კადრი ქალაქში, რომ მერე…

...მერე ამან დაიპყროს

…ამან დაიპყროს

document-tas

ანრი ლეფევრი შენიშნავს, რომ სივრცეში საგანთა წარმოებას ჩაენაცვლა თავად სივრცის წარმოება: “სივრცის წარმოება ის გზაა რომლის მეშვეობით წარმოების კაპიტალისტური რეჟიმი თავის თავს ინარჩუნებს, მეტ სივრცეს ქმნის საკუთარი თავისთვის და ურბანიზაცია კაპიტალიზმის პირველადი გაფართოებაა. […] სივრცე გამოიყენება ნამატი ღირებულების შესაქმნელად; სივრცე მოიხმარება ტურიზმში და დასვენებაში. თავად დროც განსივრცდება კაპიტალიზმის გნმეორებადობაში, წრიულობაში და უძრაობაში” [Henri Lefebvre. Production of Space, 1974].

მანქანა მუშაობს. იგი ეძებს ხარვეზულ სივრცეებს ქალაქში – სივრცეებს, რომლებიც არ მონაწილეობენ ეკონომიკურ ბრუნვაში, ერთგვარ შავ ხვრელებს. მანქანისთვის ქალაქი მიწის ნაკვეთების მექანიკური ჯამია. თვითოეული ნაკვეთი ან ჩართულია ან გამორთული. შოთა ბოსტანაშვილის ორი სივრცე გამორთული იყო მანქანისთვის – შავი ხვრელი, სადაც ფული არ მიედინებოდა. ამ “შავი ხვრელის” event horizon-ის მიღმა ქართული ხუროთმოძღვრული კულტურა იდგა. მანქანამ ეს არ იცის. მანქანამ დაიბრუნა ქალაქის სივრცის ორი უჯრა. ფულმა დაიწყო დინება: ბანკი -> დამკვეთი ->არქიტექტორი -> პრარაბი -> მუშები -> მძღოლები -> მათ უკან მდგომი ოჯახები.

ნანგრევის სცენა

ნანგრევის სცენა