შექმნიდან ნგრევამდე

პოეზიის სასახლის მშენებლობა 1999 წელს დაიწყო. 2002 წელს შენობის არქიტექტურული სახე დასრულებული იყო. დარჩენილი იყო შიდა სამუშაოების ჩატარება. ბოლო ათი წლის განმავლობაში შენობა უცვლელად იდგა მთაწმინდის კალთებთან.

პოეზიის სასახლემ 2006 წ. მიიღო არქიტექტურის საერთაშორისო ტრიენალეს ვერცხლის მედალი და პრემია „მაღალი ხუროთმოძღვრული ოსტატობისათვის“.

2012 წლის ბოლოს პოეზიის სასახლემ შეიცვალა მლობელი. თბილისის არქიტექტურის სამსახურის საიტის მიხედვით მისი მფლობელი გახდა “NGS group”. 2013 წლის 8 იანვარს შეტანილი განცხადების (ნომერი: AR1101780) მიხედვით მფლობელი ითხოვს პოეზიის სასახლის დანგრევას. განაცხადის შემტანი არის სუპერმარკეტების ქსელ ფრესკოს (fresco) დირექტორი.

ახალი მფლობელს დაგეგმილი აქვს პოეზიის სასახლის ადგილას მრავალსართულიანი ე.წ. ”ელიტური” სახლის მშენებლობა.

საინტერესოა, რომ დემონტაჟის პროექტის ავტორი (მის პოზიციას ახალი მფლობელიც იზიარებს) პოეზიის სასახლის დანგრევას ”პატრიოტულ მოვალეობად” მიიჩნევს, რასაც ”მერიის არქიტექტურის სამსახურმა ხელიც უნდა შეუწყოს” (დოკუმენტი იხ. იმავე საიტზე).

ამ დოკუმენტში პოეზიის სასახლე მოიხსენიება როგორც რესტორანი და აღწერილია მხოლოდ მისი სამშენებლო-კონსტრუქციული ელემენტები. არაფერია ნათქვამი უნიკალურ ნაძერწზე და დასრულებული გვერდითი ფასადის შესახებ.

სადღეისოდ (18 იანვარი) ახალ მფლობელებს არ მიუღიათ ნებართვა სადემონტაჟო სამუშაოების დასაწყებად. მიუხედავად ამისა 17 იანვრისთვის გვერდითი ფასადის ქვის დახვეწილი მოპირკეთება ჩამოხსნილია.

პოეზიის სასახლის გვერდითი ფასადი გრანიტის ფილების ჩამოხსნამდე (2007 წ.)

პოეზიის სასახლის გვერდითი ფასადი გრანიტის ფილების ჩამოხსნამდე (2007 წ.)

უკანონოდ ჩამოხსნილი მოპირკეთება

უკანონოდ ჩამოხსნილი მოპირკეთება (17 იანვარი 2013)

ისტორიულ საბჭოზე (15 იანვარს) ახალ მფლობელს განემარტა, რომ მას არ აქვს უფლება დაიწყოს სამუშაოები ახალი პროექტის წარდგენამდე და შესაბამისი ნებართვების გარეშე. ამს მოჰყვა ის, რომ დღეს სასწრაფო წესით დაიწყო სასახლის ნგრევა.

18 იანვარს უკანონოდ და სასწრაფო წესით დაწყებული გვერდითი ფასადის ნგრევა

18 იანვარს უკანონოდ და სასწრაფო წესით დაწყებული გვერდითი ფასადის ნგრევა

18 იანვარი. დღის ბოლოს.

18 იანვარი. დღის ბოლოს.

ამგვარად, სადღეისოდ პოეზიის სასახლეს უკვე მიადგა დიდი ზიანი. აღსანიშნავია, რომ რთული პლასტიკის მქონე გვერდითი ფასადი კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე შეიქმნა და განხორციელდა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s