ნგრევა და შედეგი

პოეზიის სასახლე არქიტექტურულად დასრულებული და კონსტრუქციულად მდგრადი შენობა არის (იყო).

პრემიები, რომლითაც იგი აღინიშნა, მოწმობენ, რომ საერთაშორისო არქიტექტურული საზოგადოებისთვის შენობა დასრულებულ სახეს წარმოადგენ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოესწრო მისი ექსპლუატაციაში მიღება.

პოეზიის სასახლის დანგრევა დაიწყო 2013 წლის 18 იანვარს საღამოს 6 საათისთვის. ამისთვის საჭირო გახდა ბულდოზერის გამოყენება. ქვემოთ კიდევ ერთხელ გთავაზობთ ამ ფაქტის ამსახველ ფოტოებს.

18 იანვარი. ნგრევის დასაწყისი.

18 იანვარი. ნგრევის დასაწყისი.

18 იანვარი. ნგრევის დასაწყისი.

18 იანვარი. ნგრევის დასაწყისი.

პოეზიის სასახლე მასშტაბურად (და არსებულ კოეფიციენტებთან თანხმობაში) აღმოცენდა მთაწმინდის კალთის ქვეშ, სოლოლაკის დაბალსართულიანი განაშენიანების კონტექსტში და როგორც ერთგვარი გადაძახილი ფუნიკულიორის ზედა სადგურის კოლონადის რიტმთან.

სოლოლაკის განაშენიანების კონტექსტში, მთის კალთებ ქვეშ.

სოლოლაკის განაშენიანების კონტექსტში, მთის კალთებ ქვეშ.

პოეზიის სასახლის დანგრევა გზას გაუხსნის სოლოლაკში, ლანდშაფტურ ზონაში მრავალსართულიანი კორპუსების შემოჭრას, რისი მცდელობა ადრეც იყო. პოეზიის სასახლის უკან განზრახული იყო მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის აშენება, რომელიც უხეშად გაანადგურებდა ამ ადგილის მშვენიერ ლანდშაფტურ სახეს. პოეზიის სასახლე (და მისი ავტორი) ის მცველი იყო რომელიც სოლოლაკის განაშენიანების ამ ფრაგმენტს დარაჯობდა უსახო მიკრორაიონების გაბატონებისგან.

პოსტის ბოლოს სასახლის ფრაგმენტების რამდენიმე ფოტო:

ფრაგმენტი

ფრაგმენტი

ფრაგმენტი

ფრაგმენტი

One thought on “ნგრევა და შედეგი

  1. ეს არის ჩვენი განუვითარებლობის და ფულის ყოვლისშემძლეობის წინაშე კანონის უსუსურობის ამსახველი კიდევ ერთი მტკიცებულება. ეს არის კიდევ ერთი ნიშნი იმისა, რომ კულტურული და სულიერი ფასეულობები ფაქტიურად გაუქმდა და ერთადერთი და აბსოლუტური ძალაუფლება ხელში ჩაიგდო მატერიალურმა ფასეულობებმა. კანონს უნდა ჰქონდეს ბერკეტები დაიცვას ის, რასაც ასე ბარბაროსულად ანადგურებს უგნური ადამიანის მოძალადე ხელი. დღეს სამწუხაროდ ჩვენი დედაქალაქის სოციალურ-კულტურული, მორალური თუ ვიზუალური სახე მკვეთრად დეფორმირდა. დღეს ჩვენ ფაქტიურად განადგურებული გვაქვს ჩვენი დედაქალაქის (და არა მარტო) ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. წლების განმავლობაში არქიტექტურულ ძეგლებს უკანონოდ ეხსნებოდათ ძეგლის სტატუსი, რეკრეაციულ ზონებში – ბაღებში, სკვერებში – უკანონოდ მიმდინარეობდა აქტიური მშენებლობები, ისპობოდა და ინგრეოდა ურბანული მემკვიდრეობა. პოეზიის სასახლის ნგრევის ფაქტი ამ პროცესის ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია. ეს ისეთივე “სახიფათო” ადგილია, როგორც რიყე, როგორც ისტორიულ ცენტრში ჩადგმული გაუგებარი ხიდი, როგორც განადგურებული ბაღები, როგორც იმელის შენობის უკან 40 სართულიანი ცათამბჯენის პროექტი, როგორც დანგრეული კორტები და ჩემი ნაცნობი არქიტექტორის შეფასება: “კორტების ადგილას თითქოს ბომბი ჩამოვარდა – იუსტიციის სახლი.”..და ეს არ არის ხმამაღალი ან გადამეტებული ნათქვამი.. ჩვენი დედაქალაქი და საერთოდ – ქვეყანა დაიბომბა. მორიგი ნაღმი იდება.. და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა ბომბი აფეთქდება ამაღლების 47-ში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s