Update

გრძელდება წინასწარგამოცხადებული ნგრევის ქრონიკა. პოეზიის სასახლის გაქრობის ინიციატორებს მერიის არქიტექტურის სამსახურმა შემოტანილ დოკუმენტაციაში (AR1101780) რამდენიმე ხარვეზზე მიუთითა და გადაწყვეტილებას შუალედური სტატუსი მიანიჭა (23 იანვარი). სხდომაზე სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული – ოქმის მიხედვით – სამმა წევრმა უარყოფითი პასუხი გასცა დემონტაჟის ნებართვის გაცემას (მოთხოვნილ იქნა დაგეგმილი საცხოვრებელი სახლის ესკიზი), ხოლო ოთხმა წევრმა თანხმობა განაცხადა NGS ჯგუფის მოთხოვნაზე.

NGS (New Georgian Standards) ჯგუფის შესახებ ცნობილია, რომ იგი ოფშორში არის დარეგისტრირებული. დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, ხოლო გენერალური დირექტორი ამავდროულად არის კომპანია ”ფრესკოს” დირექტორი.

არქიტექტურის სამსახურში შეტანილ განცხადებაზე (AR1104239) – სადაც  ქართული კულტურისთვის პოეზიის სასახლის მნიშვნელობაზე არის გამახვილებული  ყურადღება და მოთხოვნილია დემონტაჟზე ნაბართვის არ გაცემა და განადგურებული გვერდითი ფასადის აღდგენა მერიის სამსახურმა ამგვარად ჩამოაყალიბა პასუხი:  ”თქვენი განაცხადი სამსახურში მიღებულია ცნობის სახით”.

ახალი გარემოება (31 იანვარი): თბილისის ზედამხედველობის სამსახურმა ”პოეზიის სასახლის” გვერდითი ფასადის დანგრევა უკანონო ქმედებად სცნო და NGS ჯგუფს დაჯარიმება ემუქრება.

დღეს ქვის სამი ყვავლი ჯერ კიდევ ამშვენებს მთაწმინდის კალთას. ხვალ კი ქალაქის ამ ფრაგმენტსაც ბეტონის ანონიმური მასივი დაიპყრობს.

palace0fpoetry

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s