ორი განცხადება

ნაძერწის ფრაგმენტი

ნაძერწის ფრაგმენტი

პოეზიის სასახლის დანგრევის ნებართვასთან დაკავშირებით თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებული-მეთოდური საბჭოს სახელზე შეტანილ ორი განცხადება :

განცხადება 1 (23.01.2013)

გავეცანი ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში (ა.წ. 08.01.13) შემოსულ განცხადებას (დოკუმენტის ნომერი AR1101780), რომელიც შეეხება თბილისში, ამაღლების ქუჩის ბოლოში (# 47) აშენებული (შიდა სამუშაოები დაუმთავრებელია) “პოეზიის სასახლის” (ყოფილი რესტორანი “სამადლო”) დემონტაჟის პროექტს. გავიგე, რომ შენობის ახალი მფლობელი აპირებს მის ადგილზე “ელიტური საცხოვრებელი სახლის” აშენებას. წარმოდგენილ პროექტში ვკითხულობთ: “… მეპატრონის გადაწყვეტილება თითქმის დასრულებული რესტორნის დაშლადემონტაჟზე პატრიოტულ მოვალეობად მიმაჩნია” (ს.ო.პ. გვ. 6). ეს ფრაზა გახლავთ დემონტაჟზე ნებართვის მაძიებელთა მთავარი არგუმენტი. ასეთი ექსკლუზიური პატრიოტიზმი ახალ დამკვეთს ძალიან ძვირი უჯდება: 1. მილიონებად შეძენილი უნიკალური არქიტექტურა (სამი საერთაშორისო პრემიით აღიარება, გამოხმაურებები. იხ. დანართი). 2. დემონტაჟის ხარჯები და 3. ახალი სახლის აშენების ხარჯები, რომლის თვითოეული კვადრატული მეტრის ღირებულება ფანტასტიურ ციფრებსაც კი აჭარბებს.

ისმის კითხვა – ხომ შეიძლება შეძენილი (“თითქმის დამთავრებული”) შენობის ადაპტაცია – სხვა ფუნქციისათვის გამოყენება, დამკვეთის და ქალაქის ინტერესების გათვალისწინება და არა “ელიტის” (“ელიტარული საცხოვრებელი სახლი”). მითუმეტეს, რომ არსებული პოეზიის სასახლე სრულ შესაბამისობაშია უბნისთვის დასაშვებ კოეფიციენტებთან.

განზრახული “ელიტური სახლი” იმ შემთხვევაშიც ფანტასტიურად არარაციონალურია, თუ იგი იქნება ძალიან მაღალი, მრავალსართულიანი. ვფიქრობ, რომ ეს უტოპიური სურვილია, მაგრამ მისი განხორციელების შემთხვევაში გაჩნდება პრეცენდენტი, რომელიც მთელ იმ ლანდშაფტურ უბეს და 2-3 სართულიან განაშენიანებას მაღლივ საცხოვრებელ მასივად გადააქცევს.

მე, როგორც ამ შენობის ავტორი (არქიტექტორი და მოქანდაკე), არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, პოეტი და კულტუროლოგი, ვინც სტუდენტობის წლებიდან ვდგავარ კულტურის და კერძოდ ქართული კულტურის ავანგარდში, წარმოდგენილი პროექტი – “პოეზიის სასახლის დემონტაჟი” (და არა რესტორნის) სრულ აბსურდად მიმაჩნია, ხოლო მასზე (შენობაზე) განხორციელებული დარტყმა (ერთი კვირაა ანგრევენ უნებართვოდ) პირადად ჩემზე და რაც მთავარია ქართულ კულტურაზე განხორციელებულ ძალადობად.

პოეზიის სასახლე ქართული კულტურის მნიშვნელოვანი და აღიარებული ნაწილია. მოვითხოვ კულტურის სამინისტროს ქმედით რეაგირებას – შენობის დაცვას, სათანადო სტატუსის მინიჭებას და კულტურული ფუნქციისთვის გამოყენებას.

მოვითხოვ “პოეზიის სასახლის” გვერდითი ფასადის (სკულპტურული ნაწილი და გრანიტის მოპრკეთება) და სხვა ჩამონგრეული ნაწილების აღდგენას, ხოლო უნებართვო მნგრეველთა მიმართ სათანადო ზომების მიღებას.

შოთა ბოსტანაშვილი

დანართი:

1. პოეზიის სასახლის ფოტო

2. დანგრეული გვერდითი ფასადის ფოტო

3. საერთაშორისო დათვალიერება კონკურსის პირველი პრემია “პოეზიის სასახლისათვის”, თბილისი 2003.

4. არქიტექტურის საერთაშორისო ტრიენალეს სპეციალური პრემია და ვერცხლის მედალი “პოეზიის სასახლისათვის”, სოფია 2006.

5. რუსეთის არქიტექტორთა კავშირის მედალი “მაღალი ხუროთმოძღვრული ოსტატობისათვის”, “პოეზიის სასახლისათვის” სოფია, მოსკოვი 2006.

დანართი 1

დანართი 1

დანართი 2

დანართი 2

დანართი 3

დანართი 3

დანართი 4

დანართი 4

დანართი 5

დანართი 5

ამ განცხადებაზე პასუხი ამგვარია: ”თქვენი განცხადება სამსახურში მიღებულია ცნობის სახით”.

განცხადება 2 (04.02.2013)

ქალაქ თბილისში ამაღლების ქუჩა #47 არსებულ დაუმთავრებელი სკულპტურული შენობის (“პოეზიის სასახლის” და არა რესტორნის) ახალი მეპატრონის მიერ დემონტაჟის მოთხოვნას მეთოდური საბჭოს სამმა წევრმა არ დაუჭირა მხარი. ოთხმა – დაუჭირა (განაცხადი AR1101780; გაერთიანებული მეთოდური საბჭოს გადაწყვეტილება, დოკუმენტი #504341).

აღიარებული უნიკალური შენობის დანგრევის გადაწყვეტა ერთი ხმის უპირატესობით, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, საგანგაშოა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ შენობის უნიკალურობა (ეს ფაქტი არც ერთ შემოსულ და გაცემულ დოკუმენტში არ არის ასახული), ასევე დემონტაჟის დასაბუთების, ჩვენის აზრით, უმწეო მცდელობა (იხ. ქვემოთ) და საკითხი ხელახლა განიხილოთ მეთოდურ საბჭოზე. კონსენსუსის სახით, ურჩიოთ დამკვეთს არსებული შენობის ადაპტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე გადაეცემა სასამართლოს, სადაც ძირითადი აქცენტი გაკეთდება იმ შედეგზე, რომელიც ამთავითვე არის დაგეგმილი (კორუფციული სქემა); ეს გახლავთ სოლოლაკის ამ ნაწილის გადაქცევა მრავალსართულიან საცხოვრებელ მასივად. ახალი მეპატრონის მიერ განზრახული “ელიტური საცხოვრებელი სახლის” მშენებლობა “ელიტური მრავალსართულიანი უბნის” მშენებლობას ნიშნავს.

I. პოეზიის სასახლის დემონტაჟის “აუცილებლობის” დამასაბუთებელი არგუმენტები (ნ. მურჯიკნელის “სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის” მიხედვით):

1.გრანდიოზული რესტორნის მშენებლობა მოსახლეობის პროტესტს იწვევს, ვინაიდან ხმაურის შემცველ დაწესებულებად მიაჩნიათ“ (გვ. 5. 1.6).

ჩვენი პასუხი: მშენებარე ობიექტი “პოეზიის სასახლეა” და არა რესტორანი. ასეც რომ იყოს, თითქმის დამთავრებული მოცულობა დამკვეთს შეუძლია თავის შეხედულებისამებრ გამოიყენოს. მოსახლეობის პროტესტის ფაქტი ვერ დასტურდება, რადგან შენობა არანაირად არ ფუნქციონირებს. სამაგიეროდ დასტურდება მაცხოვრებლების პროტესტი ნგრევით გამოწვეული რყევების გამო.

2.რესტორის სიახლოვეს, ძველი ამორტიზებული სახლების ადგილზე მცირე ტევადობის სასტუმროები აიგო და მათ იმიჯს (ხაზგასმა ჩვენია..), კომერციულ ღირებულებასთან ერთად, მყუდრო გარემოც ქმნის, რაც რესტორანმა შესაძლოა მიჩქმალოს” (გვ. 5. 1.6).

ჩვენი პასუხი: შენობის ადაპტაცია – ფუნქციის მინიჭება ახალი დამკვეთის პრეროგატივაა. რაც შეეხება “მყუდრო გარემოს”, მას საცხოვრებელი სახლის სპეციფიკა უფრო საეჭვოს გახდის (მხედველობაში გვაქვს ეზოს ხმაურიანი სიტუაცია, გარაჟები). უბნის იმიჯს “პოეზიის სასახლის” უნიკალური არქიტექტურა ქმნის. უფრო მეტიც, “პოეზიის სასახლე” ქვეყნის იმიჯს ქმნის, რადგან ის უკვე სამგზის აღიარა საერთაშორისო არქიტექტურულმა საზოგადოებამ..

3. ქალაქის მესვეურებიც სისტემატურად ფიქრობენსივრცის განვითარებას მისცენ არა ჰორიზონტალური, არამედ ვერტიკალური ხასიათი” (გვ. 5. 1.7).

ჩვენი პასუხი: ზემოთაღნიშნული ტექსტი ჩვენ მიგვაჩნია იმის უნებლიე აღიარებად, რის გამოც ანგრევენ საზოგადოებრივ შენობას. ეს არის დაბალსართულიანი განაშენიანების ჩანაცვლება მიკრორაიონით.

სოლოლაკის ზედა უბანში მრავალსართულიანი მაღლივი განაშენიანების დაგეგმვა ცალკე სერიოზული მსჯელობის საგანია და დადებითი გადაწყვეტის შემთხვევაშიც მაღლივი სახლები არ უნდა გამორიცხავდნენ ჩვენი შენობის ჰორიზონტალურ კომპოზიციასთან თანაარსებობას.

4.მოთხოვნილებათა უსასრულო ზრდა აიძულებს ქალაქის მესვეურთ მუდმივად იზრუნონ არსებული განაშენიანების რეკონსტრუქციამოდერნიზაციაზე. ამიტომაც სოლოლაკში, კერძოდ ამაღლებისა და მის მიმდებარე ქუჩებზე მომავალში ახალი მშენებლობების დაიგეგმოს” (გვ. 5, 6. 1.7).

ჩვენი პასუხი: ეს პუნქტი უკვე არა უნებლიე აღიარებაა, არამედ პირდაპირი განაცხადია, თუ რის გამო ანგრევენ არსებულ საზოგადოებრივ შენობას, რომელიც კარგად არის ჩაწერილი ლანდშაფტში.

5.სადემონტაჟო რესტორნის (ხაზგასმა ჩვენია – შ.ბ.) მიმდებარე განაშენიანებაშიც საცხოვრებელი სახლები და ნაგებობები ავარიულ მდგომარეობაშია” (გვ. 6. 1.7).

ჩვენი პასუხი: ფრაზის “სადემონტაჟო რესტორანი” ხშირი გამოყენება მნგრეველთა კიდევ ერთ განზრახვაზე მიუთითებს – დააკნინონ და ადამიანთა ცნობიერებაში დასანგრევეად შეამზადონ შენობა, რომლის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი საზოგადოებრივი ფუნქციისათვის. მნგრეველებს ჩვენ არ ვუპირისპირდებით დასახელებით – “პოეზიის სასახლე”, გნებავთ “არტისტული ყვავილები” (და მისთ.), არამედ მივმართავთ ჯანსაღი აზრისაკენ. რაც მთავარია შენობა, როგორც არტეფაქტი, დასახელების და ფუნქციის მიუხედავად წარმოადგენს კულტურულ ფასეულებას.

რაც შეეხება მიმდებარე სახლების ავარიულობას – ნგრევის პროცესი კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს მათ მდგომარეობას და დასწევს მათ საბაზრო ფასს, რაც მნგრეველთა განაზრახის ნაწილია.

6.ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მეპატრონის გადაწყვეტილება თითქმის დასრულებული რესტორნის დაშლადემონტაჟზე, პატრიოტულ მოვალეობად (ხაზგასმა ჩვენია – შ.ბ.) მიმაჩნია” (გვ. 6. 1.9).

ჩვენი პასუხი: “ზემოთაღნიშნულიდან”, პატრიოტული მოვალეობა ლოგიკურად არ (ვერ) გამომდინარეობს.

როგორც მოგეხსენებათ, მეპატრონე NGშ ჯგუფია (რომელიც ფლობს სუპერმარკეტების ქსელს “ფრესკო”). მათი პრეროგატივა ბიზნესია და რადგან მოგების გარდა მათ პატრიოტული გრძნობები ამოძრავებთ, მისასალმებელია. საქმე იმაშია, რომ ასეთი ექსკლუზიური პატრიოტიზმი მათ იმდენად ძვირი უჯდებათ, რომ ან აბსურდული სურათი იხატება (ძვირადღირებული შენობის ყიდვა, დანგრევა, ახლის აშენება), ან ეჭვის საბაბს ბადებს (ვარაუდებისგან თავს შევიკავებთ). სხვა მხრივ, ფრაზა “პატრიოტული მოვალეობა”, აღნიშნულ კონტექსტში, უფრო რთულ იდეოლოგიურ კომპლექსებზე მეტყველებს. ასეთი პრეცედენტი “პოეზიის სასახლის” თხუთმეტწლიან ისტორიას თან ახლავს.

7.სამუშაოთა დაწყება დაიშვება ქალაქის მერიის სამსახურთან სათანადო ნებართვის აღების შემდეგ” (გვ. 12. 8.3).

ჩვენი პასუხი: განმცხადებლებმა აღნიშნული პირობა თავად დაარღვიეს. განცხადების შეტანიდან (8.01.13) მიმდინარეობს შენობის ნგრევა, რაც დააფიქსირა ზედამხედველობის სამსახურმა (25.01.13), მისცა მითითება და განსაზღვრა ჯარიმის ოდენობაც (4000 ლარი).

სამწუხაროდ, იგივე სამსახურმა არ დააფიქსირა ნანგრევის საზღვრები. მიუხედავად გაფრთხილებისა ნგრევა დღემდე მიმდინარეობს და ძნელი განსასაზღვრია თუ რა მდგომარეობა იყო 25 იანვრისათვის.

ზედამხედველობის სამსახურისადმი გაგზავნილ განცხადებაში მოვითხოვდით ჩამონგრეული ნაწილის აღდგენას, რაზეც მათ მიერ გამოგზავნლ წერილში (¹12/5373-16. 28.01.2013) არაფერია ნათქვამი.

8.ლითონის ფერმების (ხაზგასმა ჩვენია – შ.ბ.), გადახურვის რიგელებისა და სხვა გრძივი ელემენტების დემონტაჟისას აუცილებელია” (გვ. 16. 10.9).

ჩვენი პასუხი: მერვე პუნქტში მოხმობილ ამონარიდს მოჰყვება სათანადო ინსტრუქცია. სამუშაოთა ორგანიზაციის 33 გვერდიან პროექტში ერთი სიტყვაც არ წერია რომ აქ, უმეტეს შემთხვევაში, საქმე არ გვაქვს უბრალო კონსტრუქციულ ელემენტებთან. “პოეზიის სასახლის” მზიდი კონსტრუქციები ამავე დროს ხელით შესრულებული ქანდაკებებია – კულტურული ფასეულობაა, რომელთა ღირებულება რაოდენობრივი კატეგორიებით (კუბური და კვადრატული მეტრები, კაც.-დღეები დ.ა.შ.) არ განისაზღვრება.

სრულიად განსაკუთრებული შემთხვევაა ლითონის ფერმები, რომლებიც მხოლოდ ნახაზზე არსებობენ. დაშლა-დემონტაჟის გენგეგმაზე (ფურც 21) ნაჩვენებია შენობის გრძივი ჭრილი და ამწე, რომლის ისარი “მოსჭიდებია” იმ გადახურვის ფერმას, რომელიც არ არსებობს (ხელმეორედ შეტანილ განცხადებაში ეს პუნქტი ამოღებულია). წარმოდგენილ პროექტში (სოპ გვ. 5) პუნქტი 1.5 იწყება ფრაზით “ადგილზე დათვალიერებითა და…”. უნდა ვიფიქროთ, რომ ან ადგილზე დათვალიერება არ მომხდარა, ან ხარჯთაღრიცხვაში ყალბი სამუშაოების შეტანასთან გვაქვს საქმე.

II. პოეზიის სასახლის დემონტაჟის “აუცილებლობის” დამასაბუთებელი არგუმენტები (რეზო მახვილაძის საექსპერტო-ტექნიკური დასკვნის . თბილისში ამაღლების ქუჩაზე რესტორანსამადლოსდაუმთავრებელი შენობის დაშლადემონტაჟზე მიხედვით)

აღნიშნული პროექტი შედგება 22 გვერდისაგან. ის არ არის ზემოთ წარმოდგენილი “სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის” (შემდგენელი: ნ. მურჯიკნელი) ექსპერტიზა (თავის ტექსტში არც მოიხსენიებს მას). რაში დასჭირდა დამკვეთს ახალი ტექსტის წარმოდგენა? ერთი პასუხი ადვილი შესანიშნია. ნ. მურჯიკნელისგან განსხვავებით რ. მახვილაძეს წარმოდგენილი აქვს საკუთარი ავტორიტეტის დამადასტურებელი საბუთები. კერძოდ ის, რომ საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრია (ამავე აკადემიის წევრი მეც გახლავართ – შ.ბ.). მნგრეველებს აკადემიკოსის დასტური დასჭირდათ. ვნახოთ როგორია იგი.

1.მეპატრონემ გადაწყვიტა მისი დაშლადემონტაჟი და მის ადგილზე საცხოვრებელი კომპლექსის აგება.

ასეთი გადაწყვეტილება მართებულად მიმაჩნია. ამაღლების ქუჩის განაშენიანება სელიტებური ფუნქციისაა და საჭიროა მისი შენარჩუნება” (გვ. 2).

ჩვენი პასუხი: ეს საკითხი სცილდება მშენებლობის წარმოების ორგანიზაციის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის სპეციალისტის კომპეტენციას.

საკითხავია, რატომ აიღო რ. მახვილაძემ ის ტვირთი თავის თავზე, რომელზეც ურბანისტებსა და ხელოვნებათმცოდნეებს არ აქვთ გარკვეული პასუხი?

და საერთოდ, მეპატრონის სურვილი ან იურიდიული უფლება საკმარისი რომ იყოს, რამის ასაშენებლად ან დასანგრევად, მაშინ საბჭოს თანხმობას, ან უარს არავითარი მნიშვნელობა არ ექნებოდა. იურიდიული უფლება მხოლოდ საბჭოს თანხმობის შემდეგ შედის ძალაში.

მფლობელს, საბჭოსა და იურიდიულ უფლებებს შორის კონსენსუსი დამყარდება მხოლოდ ადაპტაციაზე შეთანხმებით.

2.ასევე სამომავლო გეგმით ჩაფიქრებულია რესტორნის შენობის უკან მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობა” (გვ. 2.).

ჩვენი პასუხი: აქაც იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაც აღვნიშნეთ მე-3 პუნქტის პასუხში. კერძოდ, საქმე ეხება საამშენებლო კოოპერატივ “ოქრაღმი”-ის მრავალსართულიან ბინათმშენებლობას, რომელიც კულტურის სამინისტრომ უარყო ლანდშაფტურ ზონასთან შეუთავსებლობის გამო და კანონდარღვევად გამოაცხადა. მახვილაძე ამ წინადადებით (რომელიც ასევე აჭარბებს მისი კომპეტენციების რეგლამენტს) ცდილობს მხარი დაუჭიროს უკანონო ბიზნესის გაცოცხლებას.

3.დიდი ტევადობის რესტორანი, როგორადაც გვევლინება მშენებარე ობიექტი“ (გვ. 2)

ჩვენი პასუხი იგივეა – არ არის რესტორანი, არც დიდი და არც პატარა ტევადობის; არქიტექტურული სკულპტურაა, რომლის 3000 მ2 შეიძლება გამოყენებული იქნეს ნებისმიერი ფუნქციისათვის.

მე-3 გვერდზე აღწერილია მიმდებარე შენობების ავარიული მდგომარეობა, რაზედაც ვპასუხობთ: მითუმეტეს არასასურველია ნგრევით გამოწვეული გართულებები. სწორედ არსებული სახლების ავარიული მდგომარეობის გამოსწორებით შეიძლება “პატრიოტული მოვალეობის” შესრულება და არა უნიკალურად აღიარებული (საქართველოს რომ სახელი გაუთქვა) ჯანსაღი შენობის ნგრევით.

მე-4 და მე-5 გვერდებზე აღწერილია დემონტაჟის პროცედურა, ხელსაწყოები, მექანიზმები, უსაფრთხოების ღონისძიებები და ა.შ. (რაც უკვე იყო ნ. მურჯიკნელის პროექტში). რა საჭირო იყო მეორე ექსპერტის მოწვევა ანალოგიური დაკვეთის შესასრულებლად? პასუხი ასეთია: მხოლოდ და მხოლოდ მახვილაძის აკადემიკოსობის გამო, რომელიც აჭარბებს თავის კომპეტენციას, განიხილავს რა ურბანულ პრობლემებს და ერთი სიტყვაც არ უწერია შენობის ხუროთმოძღვრულ განსაკუთრებულობაზე.

ბატონებო! დაიწყო “პოეზიის სასახლის” ახალი, მაგრამ სამწუხაროდ, ნეგატიური ისტორია. ეს ისტორია სასამართლოში გაგრძელდება და მას შემდეგაც. ის ქართული კულტურის ისტორიის ნაწილი გახდება. ამ შემთხვევაში, მეტი პასუხი მოეთხოვებათ არა იმათ, ვინც არ იციან, თუ რას სჩადიან, არამედ თქვენ, ჩემს კოლეგებს – სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს თვითოეულ წევრს. სწორედ თქვენ მოგმართავთ:

ქალბატონ მაკა შავიშვილს;

ქალბატონ მარიამ დიდებულიძეს;

ბატონ გიორგი გოგოლაშვილს;

ბატონ გურამ თავაძეს;

ბატონ ნიკა ჩხაიძეს;

ბატონ მანუჩარ მახათაძეს;

ბატონ გიული გეგელიას;

ბატონ თამაზ გერსამიას;

ბატონ გიორგი წულუკიძეს.

თქვენი თანხმობა ნგრევაზე და “ელიტური საცხოვრებელი სახლის” მშენებლობაზე ნიშნავს სოლოლაკის აღნიშნულ ნაწილში მრავალსართუალიანი უბნის გაჩენას.

დაიცავით საერთაშორისო არქიტექტურული საზოგადოების მიერ არაერთხელ აღიარებული და არაერთ პროფესიულ გამოცემაში შესული “პოეზიის სასახლის” ექსკლუზიური არქიტექტურა. ურჩიეთ დამკვეთს მისი ადაპტაცია. უარეს შემთხვევაში გამეცით დასაბუთებული პასუხი იმაზე, თუ რატომ ეუბნებით თანხმობას ან უარს შენობის ახალი მეპატრონის ახირებულ და აბსურდულ სურვილს.

შოთა ბოსტანაშვილი

დანართი

დანართი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s