პოეზიის სასახლის შესახებ

ნებართვა გაცემულია. როდის დაიწყება ნგრევა უკვე კერძო სუბიექტის გადასაწყვეტია.

8 თებერვალი. მოვინახულეთ პოეზიის სასახლე. მიმდინარეობს ნაძერწის სკანირება. ვათვალიერებთ დანგრეულ ფასადს. შოთა საუბრობს:

დღის ბოლოსთვის 3D სკანერმა ბოლო წერტილები გადაიღო. ესღა დარჩება –  წერტილთა ღრუბელი (pointcloud); მთელი შემოქმედებითი ენერგია, შრომა, ძიება, ადგილზე სამწლიანი ძერწვა და უნიკალური შენობა-სკულპტურა ციფრულ ღრუბლად ”კონდენსირდება” – რამდენიმე ასეულ მეგაბაიტად. წამოვა ამ ღრუბლიდან წვიმა? (do digital clouds make rain?). წამოვა, ”მიწასაც” დანამავს და ახალ ნაყოფსაც მოგვცემს: ფიზიკურად განადგურებული და ინფორმაციად გარდასახული სასახლის ნაძერწი  3D პრინტერიდან ხელახლა დაიბადება (შემცირებულ მასშტაბში). მანამდე ბევრი გრაფიკული სამუშაოა ჩასატარებელი.

ესღა დარჩა (მალხაზ ლეკვეიშვილის თანადგომით) – ციფრული ღრუბელი; სხვა ღრუბელს კი მთელი ქალაქი იხილავს – მტვრის ღრუბელს რომელიც ნგრევის პროცესის ნიშანია.

ციფრული ტექნოლოგიები და პოეზიის სასახლე – მაინც შედგა მათი შეხვედრა. არადა, საუკუნეების მიჯნაზე, ამ ტექნოლოგიების აღზევების პერიოდში და ამ ტექნოლოგიებით განებივრებული დასავლელი არქიტექტორების მოღვაწეობის დროს დაიბადა პოეზიის სასახლე – ამ ეპოქის ალტერნატივა, თავისი დროის სხვა. არც ოფისი, არც ასისტენტები, არც ინოვაციური საინჟინრო ჯგუფი, არც თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრია, არც ხელშეწყობა, არც სტაბილური ეკონომიკურ-პოლიტიკური გარემო – მხოლოდ შიშველი ხელები და სამშენებლო მოედანზე დაბრუნებული ხუროთმოძღვარი. 3 წელი. დღე და ღამე. ძიება, ძერწვა, ჭვრეტა.

”პოეზიის სასახლე”?, ააა, რესტორანი ”სამადლო”. ასე მოიხსენიება შენობა ბიუროკრატიულ დოკუმენტებში და ექსპერტების დასკვნებში. თითქოს ამით დაკნინდება ან ამაღლდება შენობის ფასეულობა.

”პოეზიის სასახლის” მნიშვნელობა მის სახელს გადაფარავს. “A rose by any other name would smell as sweet”. საქმე სახელში არაა. იგი არა იმდენად პოეზიის სასახლე, რამდენადაც სასახლის პოეზიაა (სახლის, არქიტექტურის). ის ხუროთმოძღვრული პოეტური ტექსტია. ტექსტი თავისი ამბივალენტურობით და პოლისემიით; იგი წაკითხვათა მრავლობითობას ქმნის: ერთის მხრივ პარადოქსული ასოციაციები ბუნების ელემენტებთან (ქვის ყვავილები), მეტაფორული ინტერპრეტაციები (ვერძის ეპოქა, ვეფხვის ეპოქა, თანამედროვეობა), წმინდა არქიტექტურული რეფერენციები (ქანდაკება და არქიტექტურა, როგორც სფინქსი და პრამიდა, გოთიკური ტაძარი და სხვა მრავალი; თბილისის ძველ შენობათა ფასადებიდან მომზირალი ლომები – უამრავია ასეთი; ქართული კაპიტელის გამოგონება და მათი გადიდებულ კაპიტელში მოქცევა). კიდე, შუქი, ჩრდილი და რეფლექსი; კოშკების პლასტიკა რომლის სილუეტი ქართული ანბანის მოყვანილობასთან წყვილდება. სხვა მხრივ – დეკონსტრუქცია – აღმნიშვნელი (კოშკები) რომლის აღსანიშნი მუდმივად გადავადდება. აღსანიშნი ფუნქციაში მითუმეტეს რომ არ მოიძიება. პოეზიის სასახლე თვითრეფლექსური ნიშანია, ლავილეტის პარკის წითელი ფოლიების მსგავსად, იქ სადაც მნიშვნელობას რაღაც ემართბა. ეს უკვე სხვა სტატიის თემაა.

სკანირების შედეგი: წერტილთა ღრუბელი.

სკანირების შედეგი: წერტილთა ღრუბელი.

სკანირების შედეგი: წერტილთა ღრუბელი.

სკანირების შედეგი: წერტილთა ღრუბელი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s