სტუდენტური აქცია

12 თებერვალს სტუდენტთა ჯგუფი შეიკრიბა პოეზიის სასახლესთან. სულ თხუთმეტამდე კაცი. აქვე იყო NGS ჯგუფის დამფუძნებელი, ვასილ სოფრომაძე და კომპანია ფრესკოს დირექტორი ნინო აბსანძე. სტუდენტებს სურთ მოძებნონ გზა უნიკალური ნაკეთობის გადასარჩენად. თუმცა აქციის მთავარი მიზანი უფრო ფაქტების საჯარო სივრცეში გაჟღერება იყო: რომ პოეზიის სასახლე ქართული კულტურის ღირებულებაა, რომ იგი უნიკალურია (როგორც შედეგი და როგორც მისი შექმინს მეთოდი და ისტორია) და რომ მისი გულგრილად დანგრევა დამთრგუნველად მოქმედებს.

პოეზიის სასახლის დანგრევის სურვილს ზუსტი შეფასება მისცა ისტორიკოსმა, პროფესორმა ჰენრი კუპრაშვილმა: ”ეს არის ბარბაროსობა და მისი ჩამდენი დამანგრევლის სახელით შევა ისტორიაში

სიუჟეტი პალიტრა TV-ზე იხილეთ აქ.

სტუდენტები აპროტესტებენ პოეზიის სასახლის ნგრევას

სტუდენტები აპროტესტებენ პოეზიის სასახლის ნგრევას

ტელევიზიები უფრო სკანდალურ ქმედებებს ელოდნენ; სტუდენტები მშვიდად იდგნენ. ეს სიმშვიდე ახალი მფლობელებისთვის ხელსაყრელი გამოდგა და უცნაური დებატების ფორმატში გადაიყვანეს აქცია. არ დაიზარეს და ახალგაზრდებს დარიგებები მისცეს – შეახსენეს რომ ისინი ახალგაზრდები არიან და ჯერ კიდევ არ იციან ბევრი რამ; რომ შენობა ავარიულია; რომ არ აქვს მინიჭებული ძეგლის სტატუსი (სამი საერთაშორისო პრემია მათთვის არაფერს ნიშნავს) და რომ კანონი მათ მხარეს არის.

კანონი რომ მათთვის სასარგებლოდ შემოეტრიალებინათ დიდი მუშაობა გასწიეს; ამისდა მიუხედავად, ეს ის შემთხვევაა როდესაც თავად კანონი არის დამნაშავე პიროვნების წინაშე – როდესაც საავტორო ნაწარმოებს მხოლოდ და მხოლოდ საქონლის სტატუსი აქვს, რომელიც ყიდვა-გაყიდვის საგანია და სხვ არაფერი; ეს თანაედროვეობის პოლიტიკური და ეკონომიკური კლიმატია: გზა გაუხსნას კაპიტალს და სრულიად უგულებელყოს პიროვნება – ზოგადად ადამიანი. ეს ის კლიმატია სადაც ადამიანის ხმა ჩახშულია.

საინტერესო დაკვირვება: როდესაც პოეზიის სასახლის მოწონება/არმოწონებაზე საუბრობენ, ღელავენ, ირონიულ რეპლიკებს ისვრიან, მხოლოდ ხელს თუ გაიშვერენ შენობის ნაძერწისკენ, ან ყველაზე მეტი, ნახევარწამიანი მზერით გაიხედონ მისკენ. იქ დგანან ჟურნალისტები, ოპერატორები, მფლობელები, მონაწილეები და არც ერთი მათგანი არ ჩერდება და თითქოს, ვერ ბედავენ პოეზიის სასახლეს ყურადღებით შეხედონ – თითქოს მისკენ თავის მობრუნებით გაქვავდებიან, არადა პირიქით – კოშკების სახე უკვე გაქვავებულ ცნობიერებას მშვენიერების ნაკადით გაკვეთს. ყურადღება, შეჩერება, მზერა – ეს აკლია თანამედროვე ”instant coffee” ეპოქას. ამ დროის არქიტექტურაც ამ ერთჯერადი და სწრაფი მოხმარების იმიჯებზეა აგებული – sleek and streamlined design. სწორედ ამ ეპოქასთან ქმნის განსხვავებას პოეზიის სასახლე. აქ უნდა შეყოვნდე და უყურო ქა/რთულ, შუქ ჩრდილით ამღერებულ ნაძერწს.

არის სურვილი, რომ პოეზიის სასახლე წარსულად გამოაცხადონ, არა თანა/მედროვედ. პოეზიის სასახლე არ ეკუთვნის წარსულს, არც აწმყოს და არც მომავალს. უფრო სწორედ ამ აწმყოს, ამ წარსულს და ამ მომავალს – საერთო დროს. მან საკუთარი დრო შექმნა – საკუთარი წარსულით, აწმყოთი და მომავლით.

გვერდითი ფასადი ნახევარი უკვე განადგურებულია

გვერდითი ფასადის ნახევარი უკვე განადგურებულია

ნგრევის მანქანა თანდათან უახლოვდება სამ კოშკს

ნგრევის მანქანა თანდათან უახლოვდება სამ კოშკს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s