ბოლო დღეები

აღარ არის

აღარ არის

ეს პოეზიის სასახლის ფიზიკურად ყოფნის ბოლო კვირა იქნება. გვერდითი ფასადი უკვე აღარ არსებობს. ამჟამად კოშკების სვეტების კონსტრუქციული დაზიანება მიმდინარეობს რომ მათი წაქცევა მოხერხდეს. ნგრევის პროცესი ხალისიანად მიმდინარეობს.

ხეებს შორის

ხეებს შორის

პოეზიის სასახლის ყოველი მონახულების შემდეგ კიდევ უფრო რწმუნდები მის მშვენიერებაში და მნიშვნელობაში; კვლავ გახსენდება ის განსხვავებები რასაც ეს არტეფაქტი ქმნის დროსთან და არსებულ მასკულტურასთან მიმართებით. ამჯერად ნაძერწის მნიშვნელობამ წამოიწია წინ. რამდენადაც შენობა არქიტექტურის და ქანდაკების საზღვრებზე (ისევ საზღვრები – ბუნებისა და ქალაქის, ორი ათასწლეულის, არქიტექტურის და სკულპტურის) აღმოცენდა, მისი მნიშვნელობა ქანდაკების მხრივაც გამორჩეულია. ნაძერწი არქიტექტურულ ქანდაკებას წარმოადგენს – მისი ყველა დეტალი, პროპორცია, ტექტონიკა, ხაზი სიზუსტემდეა მიყვანილი. ქანდაკების ისტორიაში მრავალი ”ვერძი”, ”ვეფხვი” და ”ადამიანი” დაგროვდა. პოეზიის სასახლის კაპიტელები ქანდაკების ისტორიის ახალი ფურცელია. და ეს ყველაფერი მარტოობაში შეიქმნა, ადილზე, მთის კალთის ქვეშ.

პოეზიის სასახლის ნაძერწი ერთგვარი სტერეოქანდაკებაა. თუ ტრადიციული ქანდაკების თვალიერება მის გარშემო მოძრაობით არის შესაძლებელი, აქ ეს სიტუაცია შეტრიალებულია.ნებისმიერი ერთი  ადგილიდან შესაძლებელია ერთდროულად დაინახო ანფასი, 3/4, პროფილი, სილუეტი და ა.შ. სასახლე ერთდროულად გაშლის მნახველის წინაშე ყველა ხედს – როგორც კუბისტურ ნახატში, მაგრამ აქ სიტუაცია უფრო რთულია. ტრადიციულ ქანდაკებაში ხედვის ერთი წერტილს და ერთი ხედი შეესაბამება. ეს წერტილი ყოველთვის ერთ მნახველს უკავია (დროით ერთი, ადგილით განსხვავებული). პოეზიის სასახლესთან ეს წერტილი განიცდის გამრავლებას, გაწელვას, სივრცით განშლას. სხვადასხვა წერტილიდან, სხვადასხვა მნახველი ნაძერწის სრულ სინამდივილეს ხედავს. ათვლის წერტილის (ხედვის) გამრავლებასთან ერთად პოეზიის სასახლე დრო-სივრცითი კოორდინატთა მრავალი სისტემის ზედდებას ქმნის. მზერის გაორმაგება, გასამმაგება, გაოთხმაგება… მნახველის და დანახულის ამგვარი რთული მიმართებები ველასკესის ფერწერული ტილოს – ”სეფექალები” – სიტუაციის ერთგვარი ანალოგიია.

და ბოლოს, კოშკებს შორის ყოფნა, როგორც განსაკუთრებული მდგომარეობა. ეს ხვა სივრცეა. ეს სივრცე (კოშებს შორის, ხეებს შორის) შორიდანაც მიმზიდველია. ეს ჭრილი, ამ დღეებში ჭრილობად გადაიქცა.

ჭრილი და ჭრილობა

ჭრილი და ჭრილობა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s