ბაღში შეშლილივით კვდება თებერვალი

გუშინ, ზამთრის ბოლო დღეს პოეზიის სასახლის უკანასკნელი წაქცეული კოშკი ნამსხვრევებად აქცია რკინის ორმა მანქანამ.

გუშინ, ზამთრის ბოლო დღეს შოთა ბოსტანაშვილმა პოეტური პერფორმანსი ჩაატარა: პოეზიის სასახლის ნანგრევიდან ისმის გალაქტიონის პოეზია.

დასრულდა ათწლიანი ხუროთმოძღვრული პერორმანსი: პოეზიის სასახლის ადგილზე დაძერწვით დაწყებული, მისი მარტო დგომით გაგრძელებული და ნგრევით დამთავრებული.

1 მარტი

1 მარტი

მონაწილე პირნი

სოფრომაძე ვ. – საქმოსანი, NGS Group-ის ხელმძღვანელი, პოეზიის სასახლის დამანგრეველი. (profile)

აბსანძე ნ. – მარჯვენა ხელი ამ უკანასკნელისა, კომპანია fresco-ს დირექტორი.

მიქუჭაძე ლ. – ნგრევის პროცესის ხელმძღვანელი, ”პრარაბი”.

მიქუჭაძე ა. – პოეზიის სასახლის ადგილზე ასაშენებელი საცხოვრებელი სახლის არქიტექტორი, ძმა ამ უკანასკნელისა.

მურჯიკნელი ნ. – დემონტაჟის სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის შემდგენი; მას ეკუთვნის ფრაზა ”… [პოეზიის სასახლის დანგრევა] პატრიოტულ მოვალეობად მიმაჩნია”

მახვილაძე რ. – პოეზიის სასახლის დემონტაჟის საექსპერტო-ტექნიკური დასკვნის შემდგენელი. მსჯელობს ურბანულ პრობლემებზე, რომელთან მიმართებაში პოეზიის სასახლის დანგრევა მართებულად მიაჩნია.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდურ საბჭო – მისცეს ნებართვა ქართული კულტურრის უნიკალური არტეფაქტის გასანადგურებლად.

ქარჩავა თ. – მიწის ნაკვეთის მფლობელი 1998(?) – 2012 წწ. დაკვეთა – პოეზიის სასახლე – შექმნა შოთა ბოსტანაშვილმა

ტრაქტორის ოპერატორი №1 – იმპულსური და კოლორიტული პერსონაჟი.

ტრაქტორის ოპერატორი №2 – თავის საქმის გამკეთებელი, მშვიდი პერსონაჟი.

მუშები

მაყურებლები

ვიდეო და ფოტო გადაღება

შოთა ჯოჯუა, დავით ბოსტანაშვილი

რეჟისორი

შოთა ბოსტანაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s