პოეზიის სასახლე თბილისში

საუბარი პოეზიის სასახლის შესახებ. დაიბეჭდა ბუკლეტში ორიენტირი (Orienter) #1, 2002 წ.

 

პოეზიის სასახლე თბილისში

– ასეთი დანიშნულების შენობა პირველად მესმის, არსებობს სადმე? – ვეკითხები სოლოლაკის უბანში მშენებარე თეთრი სკულპტურული ნაგებობის ავტორს შოთა ბოსტანაშვილს.

– არ შემხვედრიაო, – მპასუხობს – მაგრამ… თუმცაღა თავადაც ვხვდები, რომ ეს არ არის არსებითი, მითუმეტეს ავტორთან შეხვედრამდე მითხრეს, რომ ეს შენობა-ქანდაკება თავისი ხელით ადგილზევე გამოძერწაო – აი, რა არის გასაოცარი.

– კი მაგრამ ამხელა შენობა მარტომ, როგორ… და შემდეგ მე ვუსმენდი დიდხანს, ჩემთვის ახალს და საინტერესოს, არა იმდენად შენობის შესახებ, ან თავის თავზე, ან… ერთს კი ვფიქრობდი, რომ იმ წუთას ყველაზე სასოწარკვეთილ ადამიანსაც კი ასი სიცოცხლე მოსწყურდებოდა. მე დავიჯერე, რომ ჩემს წინ იჯდა კაცი, რომელიც ამხელა მასას შეეჭიდა და გააცოცხლა. სწორედ სიცოცხლის მჩქეფარე ენერგია მოედინება ბატონი შოთა ბოსტანაშვილის პოეზიის სასახლიდან. აი, ზოგიერთი რამ ამ საუბრიდან – უფრო კი ინფორმაცია – ხედავთ მთა რა სიახლოვით ესტუმრა შენობას, – რამხელა მთაა; არც შენობაა პატარა, მთლიანი ფართი 4000კვ. მეტრია. დააკვირდით მისგან ამოზრდილ ფორმებს. ისინი სამ გაშლილ ყვავილს მოგაგონებთ, მთის კალთაზე ამოსულს, არც “ყვავილებია” პატარა – 10, 11 და 12 მეტრი სიმაღლის და შესაბამისად 6, 7 და8 მეტრი დიამეტრის. ისინი ცალკეული ღეროებისაგან – განმეორებადი ელემენტებისაგან შედგებიან, მე გამოვძერწე თითოეული ღეროს “დედანი: თაბაშირით. ხელოსნებმა კი მას ყალიბი აუღეს, ჩამოასხეს და გაამრავლეს უკვე მყარ მასალაში – ბეტონში, რომელიც თეთრი მარმარილოს წვრილი ნატეხების და თეთრი დეკორატიულ ცემენტის ნაზავს წარმოადგენს. “ლამაზიაო” – თქვენც წარმოსთქვით – ეს ერთი სიტყვაა ამ შენობის არსი და ახალი საუკუნის ორიენტირი, რადგან XX საუკუნე გაურბოდა სილამაზეს. შენობა თავისი პლასტიკითაა პოეზიის სასახლე და არა მხოლოდ ფუნქციით, თუმცა აქ იქნება დარბაზიც, სცენაც, ბარიც და სხვანიც. ხშირად მეკითხებიან სამი კოშკის სიმბოლოზე, მეტაფორაზე. როგორც ჩანს, ისინი მრავალფეროვან ასოციაციებს იწვევენ. მე არც ერთის წინააღმდეგი არა ვარ. მთავარია გულგრილი არავინ რჩება და საკუთარ პარადიგმას თავად აღმოაჩენს. მე უფრო მნიშვნელოვანი უნდა მოგახსენოთ, რომ ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა დამკვეთის – ცნობილი ბიზნესმენის თეიმურაზ ქარჩავას გარეშე.

ჩემმა ერთმა მეგობარმა ამ შენობას “არტისტული ყვავილები” დაარქვა, მეორემ – “მრავალჟამიერი”, მე კი ისევ ვეძებ ახალ სახელებს და ახალ სახეებს.

 

P.S. მეც აქ ვამთავრებ ჩემი შეხვედრის შთაბეჭდილებებს საინტერესო ადამიანთანტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის კათედრის და არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის პროფესორთან, ფირმათბილისი 96-ისმთავარ არქიტექტორთან შოთა ბოსტანაშვილთან.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s