ისტორია მეორდება თებერვალში

გამოძერწილი სივრცე – ქობულეთის ქუჩის სახლის საუკეთესო დახასიათებაა. ვარდისფერი და მწვანე ქვის მოცულობების პლასტიური ქორეოგრაფია გარედანვე აჩვენებდა რომ ამ საინტერესო არქიტექტონიკის შიგნით სივრცე უჩვეულო დინებებს მიჰყვებოდა. ამის მოთხრობა რთულია. ეს არის ის რაც მხოლოდ შეიძლება გამოცადო.

საკმარისია ზღურბლს გადასცდე და თავლწინ იშლება რამდენიმე ხედი, რამდენიმე პლანი, პერსპექტივა, კადრები. შენობა გაიძულებს გაჩერდე და მიაყურადო – გაიხედო მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ ქვემოთ. ვერ შეხვდებით ვერც ერთ იზოლირებულ სივრცეს (ე.წ. სათავსს). სივრცე სულ მიედინება და ახალ-ახალი აღმოჩენებისკენ გეპატიჟება. მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერში არც მოჭიმვა იყო გაკეთებული, არც კედლები შელესილი და არც ჭერი დასრულებული, ყოველი მნახველი ტყვეობაში ექცეოდა; ეს იყო ის „ლაბირინთი“ რომლის დატოვება არ მოგინდებოდა. ეს იყო სახლი.

და სახლს ჰქონდა ბანი, როგორც ადრე, იმ დროს.

სკულპტურული არქიტექტურა არაერთმნიშვნელოვანი სიტყვაა. შოთა ბოსტანაშვილმა დაგვანახა თუ რამდენად განსხვავებულად შეიძლება განხორციელდეს სკულპტურულობა – ერთი მხრივ პოეზიის სასახლე და მეორეს მხრივ ქობულეთის ქუჩის რეზიდენცია.

არქიტექტურული სკულპტურა – მეორე თემაა. არც ეს აკლდა სახლს. ნაძერწი ქვა სხვადასხვა მასშტაბში გამოვლინდა: ფასადის მთელ სიმაღლეზე აღმართული თეთრი მარმარილოს „სიცოცცხლის ხე“; თეთრი მარმარილოს წყარო შიდა ეზოში, მცირე წყარო შემოსასვლელში, სკულპტურული სერია „დაბადება“ (7 ოვალური თეთრი მარმარილოს მოცულობა), კრონშტეინის რამდენიმე ტიპი, ლილვი, კარნიზის მრავალნაირი პროფილი, საპირეები. ყველა ეს დეტალი საავტორო ქმნილებაა (ე.ი. არც ერთი არ არის კატალოგიდან გამოწერილი ან რომელიმე წიგნიდან ინტერპრეტირებული). ქვის თვითოეულ დეტალს წინ უძღვოდა ესკიზების სერია და ფიქრი, ხაზი და აზრი (ხ/აზრები), ქაღალდის მოდელები, ადგილზე ხემძღვანელობა.

ნიშა და კრონშტეინი

ნიშა და კრონშტეინი

ქაღალდის მოდელი და დსრულებული წყარო

ქაღალდის მოდელი და დსრულებული წყარო

რატომ ამდენი დეტალი? რომელი დროა? ეს ის დროა, როდესაც იცი, რომ ქვა არ უნდა გამოიყენო როგორც კაფელი. როდესაც შეგიძლია გქონდეს დიალოგი ქვასთან. როდესაც შეგიძლია ქვა ალაპარაკო. როდესაც შეგიძლია გაიგონო და გამოიგონო ქვა.

ქვა-სივრცის ეს ნაძერწი, შოთა ბოსტანაშვილის საავტორო ნაწარმოები დღეს დაუდევრად ნადგურდება. ახალი მფლობელისთვის იგი მხოლოდ ინერტული მატერიაა. აქედან უნდა დავასკვნათ, რომ მცირე არქიტექტურული ფორმებიც იგივე ბედს გაიზიარებენ (სადღეისოდ, 10 თებერვალს ორივე წყარო, კრონშტეინები, სერია „დაბადება“ ჯერ კიდევ ადგილზეა, მთელია).

10 თებერვლის მდგომარეობა

10 თებერვლის მდგომარეობა

შიდა ეზო. 10 თებერვლის მდგომარეობა

შიდა ეზო. 10 თებერვლის მდგომარეობა

აქ, სადაც ვცხოვრობთ არ არსებობს კულტურის სამინისტრო, რომელიც კულტურას დაიცავდა; არ არსებობს არქიტექტორთა კავშირი, რომელიც მნიშვნელოვანი არქიტექტორის მემკვიდრეობას გამოექომაგებოდა; არ არსებობს აკადემიური სივრცე, რომელსაც რაიმე ავტორიტეტული გამოხამურება შეეძლებოდა; არ არსებობს არქიტექტურული საზოგადოება, რომელიც ყურადღებას მიაპყრობდა ქობულეთის ქუჩაზე მიმდინარე ვანდალიზმს; არ არსებობენ არც… არსებობს თავად დამანგრევლის კეთილი ნების იმედზე ყოფნა, რომ ის მცირე ფორმები, რომლებიც მისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს აწ გარდაცვლილი არქიტექტორის ოჯახს დაუბრუნოს.

ისტორია მეორდება. ეს მოხდა შარშან, თებერვალში. ეს ხდება ახლა, თებერვალში.

შოთა ბოსტანაშვილი და მისი წყარო

შოთა ბოსტანაშვილი და მისი წყარო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s