ღრიჭო როგორც არქიტექტურა

ასეთ სურათს ყველა მიეჩვია. კედლად მდგარ კორპუსებში ჩახუთული სივრცე. თბილისის ურბანული სტრუქურა ასეთად ჩამოყალიბდა. გვერდითი ფასადები ყრუა; ამით მეზობელი ნაკვეთის განვითარებას წინ არაფერი უდგას. ეს ერთადერთი წესია, რომელსაც ყველა დეველოპერი მეტ-ნაკლებად პატივს სცემს. გვერდითი ფასადი ხელუხლებელია. ასე მიდგმა მიშენებით იქნნება კორპუსების კედელი – თვითრეგულირებადი და სპონტანური თბილისური ურბანიზმი.

20160717-0004

ყრუ კედლებს შორის მანძილი თითქმის არ რჩება. მაგრამ ამ ფოტოს თუ დააკვირდებით დაშორება რამდენიმე ათეული სანტიმეტრით მეტი გამოვიდა. დიდი ფართი დაკარგა დეველოპერმა. რა მოხდა? რატომ არის ცის, სინათლის და ჰაერის ეს ღრიჭო ესე უშნოდ გამოჩხერილი. რატომ არ არის ათვისებული და კაპიტალად გადაქცეული.

ამ ორ კორპუსს შორის, ქვემოთ ძველი სახლის კედელია; ეს ერთი კედელი დარჩა „ვაკის სახლიდან“ – ასე მოიხსენიებდა შოთა ბოსტანაშვილი საკუთარ ქმნილებას. შვიდი ნიშნა და თერთრი მარმარილოს ხე – წყარო-ქანდაკება. რაღაც მითს უფრო გავს ვიდრე ღობეს. „ვაკის სახლის“ მითო-პოეტური ამბიდან ეს ფრაგმენტი ჩარჩა. ამ კედელმა გააჩინა ეს ანომალიური ღრიჭო. ამ ნიადაგზე ამოიზარდა სინათლის, ჰაერის და ცის ეს პატარა სვეტი.

თბილისში შოთა ბოსტანაშვილის კვალი წაშლილია. ორ კორპუსს შორის დარჩენილი სიცარიელე ერთადერთი ხილული კვალია მისი არქიტექტურული მემკვიდრეობის. დაუგეგმავი მემორიალი. დაუგეგმავი ურბანული „ჭრილობა“.

არქიტექორის შრომის კვალი სიცარიელა. ეს სიცარიელე სავსე არქიტექტურული აღმნიშვნელია. ამ უაზრო ქალაქის ყველაზე აზრიანი ნაწილაკია.

შოთა ბოსტანაშვილი არქიტექტურულმა ენერგიამ მანც გაჟონა ქალაქის „ქსოვილში“, მაინც დატოვა აღმნიშვნელი. ეს სიცარიელე არქიტექტურის მუშაობის შედეგი და კვალია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s