About

ბლოგი წარმოადგენს თბილისის ერთი უნიკალური შენობის შენების და (მიმდინარე) დანგრევის  ქრონიკას. ამბავი ხდება თბილისში, სოლოლაკში; ქალაქის განაპირას, მთაწმინდის კალთებთან აღმოცენდა სამი თეთრი თაიგულის ფორმა, როგორც ბუნებისა და არქიტექტურის დიალოგი, ეს “პოეზიის სასახლეა” – “არტისტული ყვავილები”. იგი შენობა-მემორიალია, რომელიც დაიბადა საუკუნეთა და ათასწლეულთა გზაგასაყარზე, ქალაქისა და ბუნების გზაგასაყარზე, პოსტსაბჭოთა და ახალი საქართველოს გზაგასაყარზე.

ხელით ნაძერწი შენობის ავტორი, არქიტექტორი და მოქანდაკე პროფესორი შოთა ბოსტანაშვილია (IAA, სტუ).

ანონიმური არქიტექტურის და სამშენებლო წარმოების ეპოქაში ”პოეზიის სასახლე” რადიკალური განსხვავებაა: ის განსხვავებულია არქიტექტურით, მშენებლობის ტექნოლოგიით (იგი ადგილზე დაძერწა ავტორმა), არქიტექტურაზე და კულტურაზე რეფლექსიის ხარისხით.

იგი აღმოცენდა არა მხოლოდ ფიზიკურ ტერიტორიაზე, არამედ (ქართული) კულტურის ადგილზე. იგი კონსიუმერისტული ”მოწონება / არ მოწონების” კონცეპტის მიღმა დგას.

”პოეზიის სასახლის” კოშკების ფრაგმენტებს შორის არა მხოლოდ მთაწმინდის კალთები, არამედ ადამიანის ყოფნა სჩანს.

ქვემოთ მოთხრობილი იქნება მისი ნგრევის ისტორია. ისტორია, რომელიც დანაშულია ქართული კულტურის წინაშე.

One thought on “About

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s