27 თებერვალი

დღეს 27 თებერვალს 17 საათსა და 14 წუთზე პოეზიის სასახლის ბოლო კოშკი წაიქცა.

დღეს ბოლოჯერ ვიდეგით რვა საათის განმავლოვაში პოეზიის სასახლის სადარაჯოზე მე და ჩვენი “არქიტექტურის პოეტიკის” სტუდიის გამორჩეული სტუდენტი შოთა ჯოჯუა  – რომ არ გამოგვპარვოდა არც ერთი საინტერესო კადრი. ასე გავატარეთ ეს ბოლო ათი დღე.

DSC04526 DSC04534 DSC04541

პოეზიის სასახლის ავტორი შოთა ბოსტანაშვილი პოეტური პერფორმანსით შეხვდა ნგრევას

პოეზიის სასახლის ავტორი შოთა ბოსტანაშვილი პოეტური პერფორმანსით შეხვდა ნგრევას

წვიმიანი 25 თებერვალი

25 თებერვალი. წვიმს. კოჯრისკენ მიმავალი გზა. რუსეთიდან  ჩამოსულმა საქმოსანმა (NGS ჯგუფი) ”პოეზიის სასახლის” ორი კოშკი დაანგრია. ხვალ მესამე კოშკიც გაქრება.

სულ სამი გულშემატკივარი ვიყავით; ვიდექით და ვუყურებდით.

შემდეგ, წაქცეული კოშკები ორმა მექნიკურმა ჩაქუჩმა მტვრად აქცია.

1 2 3 4 5 6 7 8 9 91 92

გაგრძელება იქნება…

ნგრევა და შედეგი

პოეზიის სასახლე არქიტექტურულად დასრულებული და კონსტრუქციულად მდგრადი შენობა არის (იყო).

პრემიები, რომლითაც იგი აღინიშნა, მოწმობენ, რომ საერთაშორისო არქიტექტურული საზოგადოებისთვის შენობა დასრულებულ სახეს წარმოადგენ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოესწრო მისი ექსპლუატაციაში მიღება.

პოეზიის სასახლის დანგრევა დაიწყო 2013 წლის 18 იანვარს საღამოს 6 საათისთვის. ამისთვის საჭირო გახდა ბულდოზერის გამოყენება. ქვემოთ კიდევ ერთხელ გთავაზობთ ამ ფაქტის ამსახველ ფოტოებს.

18 იანვარი. ნგრევის დასაწყისი.

18 იანვარი. ნგრევის დასაწყისი.

18 იანვარი. ნგრევის დასაწყისი.

18 იანვარი. ნგრევის დასაწყისი.

პოეზიის სასახლე მასშტაბურად (და არსებულ კოეფიციენტებთან თანხმობაში) აღმოცენდა მთაწმინდის კალთის ქვეშ, სოლოლაკის დაბალსართულიანი განაშენიანების კონტექსტში და როგორც ერთგვარი გადაძახილი ფუნიკულიორის ზედა სადგურის კოლონადის რიტმთან.

სოლოლაკის განაშენიანების კონტექსტში, მთის კალთებ ქვეშ.

სოლოლაკის განაშენიანების კონტექსტში, მთის კალთებ ქვეშ.

პოეზიის სასახლის დანგრევა გზას გაუხსნის სოლოლაკში, ლანდშაფტურ ზონაში მრავალსართულიანი კორპუსების შემოჭრას, რისი მცდელობა ადრეც იყო. პოეზიის სასახლის უკან განზრახული იყო მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის აშენება, რომელიც უხეშად გაანადგურებდა ამ ადგილის მშვენიერ ლანდშაფტურ სახეს. პოეზიის სასახლე (და მისი ავტორი) ის მცველი იყო რომელიც სოლოლაკის განაშენიანების ამ ფრაგმენტს დარაჯობდა უსახო მიკრორაიონების გაბატონებისგან.

პოსტის ბოლოს სასახლის ფრაგმენტების რამდენიმე ფოტო:

ფრაგმენტი

ფრაგმენტი

ფრაგმენტი

ფრაგმენტი

განადგურებული ფასადი

სადღეისოდ უკვე განადგურებულია პოეზიის სასახლის გვერდითი პლასტიური ფასადი.

ის ყურადღება რაც ამ პლასტიკის შექმნას დაუთმო არქიტექტორმა (დაწყებული გრაფიკული ესკიზიდან, გაგრძელებული თაბაშირის მოდელით და დამთავრებული ადგილზე ხელმძღვანელობით) უახლესი მსოფლიო არქიტექტურის ისტორიაში უპრეცედენტოა. თვითოეული ხაზი, ზედაპირი, გადასვლა, სილუეტი იმ ყურადღების შედეგია, რომელიც ასე აკლია თანამედროვე (არქიტექტურულ) კულტურას. ამგვარი ზრუნვას დღევანდელი დაჩქარებული და ანონიმური არქიტექტურა მთლიანად გაურბის.

Image

გვერდითი ფასადი განადგურებამდე და მისი შექმნის ვიდეოქრონიკა:

უკანონო აქტის შედეგი (შეგახსენებთ, რომ მშენებლებს ჯერ არ მიუღიათ ნებართვა სამუშაოების წარმოებაზე):

ImageImageImage

შექმნიდან ნგრევამდე

პოეზიის სასახლის მშენებლობა 1999 წელს დაიწყო. 2002 წელს შენობის არქიტექტურული სახე დასრულებული იყო. დარჩენილი იყო შიდა სამუშაოების ჩატარება. ბოლო ათი წლის განმავლობაში შენობა უცვლელად იდგა მთაწმინდის კალთებთან.

პოეზიის სასახლემ 2006 წ. მიიღო არქიტექტურის საერთაშორისო ტრიენალეს ვერცხლის მედალი და პრემია „მაღალი ხუროთმოძღვრული ოსტატობისათვის“.

2012 წლის ბოლოს პოეზიის სასახლემ შეიცვალა მლობელი. თბილისის არქიტექტურის სამსახურის საიტის მიხედვით მისი მფლობელი გახდა “NGS group”. 2013 წლის 8 იანვარს შეტანილი განცხადების (ნომერი: AR1101780) მიხედვით მფლობელი ითხოვს პოეზიის სასახლის დანგრევას. განაცხადის შემტანი არის სუპერმარკეტების ქსელ ფრესკოს (fresco) დირექტორი.

ახალი მფლობელს დაგეგმილი აქვს პოეზიის სასახლის ადგილას მრავალსართულიანი ე.წ. ”ელიტური” სახლის მშენებლობა.

საინტერესოა, რომ დემონტაჟის პროექტის ავტორი (მის პოზიციას ახალი მფლობელიც იზიარებს) პოეზიის სასახლის დანგრევას ”პატრიოტულ მოვალეობად” მიიჩნევს, რასაც ”მერიის არქიტექტურის სამსახურმა ხელიც უნდა შეუწყოს” (დოკუმენტი იხ. იმავე საიტზე).

ამ დოკუმენტში პოეზიის სასახლე მოიხსენიება როგორც რესტორანი და აღწერილია მხოლოდ მისი სამშენებლო-კონსტრუქციული ელემენტები. არაფერია ნათქვამი უნიკალურ ნაძერწზე და დასრულებული გვერდითი ფასადის შესახებ.

სადღეისოდ (18 იანვარი) ახალ მფლობელებს არ მიუღიათ ნებართვა სადემონტაჟო სამუშაოების დასაწყებად. მიუხედავად ამისა 17 იანვრისთვის გვერდითი ფასადის ქვის დახვეწილი მოპირკეთება ჩამოხსნილია.

პოეზიის სასახლის გვერდითი ფასადი გრანიტის ფილების ჩამოხსნამდე (2007 წ.)

პოეზიის სასახლის გვერდითი ფასადი გრანიტის ფილების ჩამოხსნამდე (2007 წ.)

უკანონოდ ჩამოხსნილი მოპირკეთება

უკანონოდ ჩამოხსნილი მოპირკეთება (17 იანვარი 2013)

ისტორიულ საბჭოზე (15 იანვარს) ახალ მფლობელს განემარტა, რომ მას არ აქვს უფლება დაიწყოს სამუშაოები ახალი პროექტის წარდგენამდე და შესაბამისი ნებართვების გარეშე. ამს მოჰყვა ის, რომ დღეს სასწრაფო წესით დაიწყო სასახლის ნგრევა.

18 იანვარს უკანონოდ და სასწრაფო წესით დაწყებული გვერდითი ფასადის ნგრევა

18 იანვარს უკანონოდ და სასწრაფო წესით დაწყებული გვერდითი ფასადის ნგრევა

18 იანვარი. დღის ბოლოს.

18 იანვარი. დღის ბოლოს.

ამგვარად, სადღეისოდ პოეზიის სასახლეს უკვე მიადგა დიდი ზიანი. აღსანიშნავია, რომ რთული პლასტიკის მქონე გვერდითი ფასადი კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე შეიქმნა და განხორციელდა.